• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
მარტოობა, სოციალური ქსელები, საყვარელი ფინტები და სხვა — ლეო მესის გულახდილი ინტერვიუ
ფეხბურთიფეხბურთი

მარტოობა, სოციალური ქსელები, საყვარელი ფინტები და სხვა — ლეო მესის გულახდილი ინტერვიუ

08 იან, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ლიონელ მესი იშვიათად არიგებს გულწრფელ ინტერვიუებს: ზოგჯერ ხელს მისი ბუნებრივი ჩაკეტილობა უშლის, ზოგჯერ — ენობრივი ბარიერი. ამ ფონზე არგენტინულ სტრიმინგ-პლატფორმა Luzu TV-სთან საუბარი გამორჩეული აღმოჩნდა — ლეომ პირადი ცხოვრების რამდენიმე დეტალი გაამხილა.


მარტოობაზე:


„სიმართლე რომ გითხრათ, უცნაურობები მახასიათებს. ზოგჯერ ზედმეტად უცნაური ვარ. ძალიან მიყვარს მარტო ყოფნა და ამით სიამოვნებას ვიღებ. სახლში სამი ბიჭის უწყვეტი ხმაური, რომლებიც ყველგან დარბიან, ხანდახან დამღლელია და ამიტომ მიყვარს დროის მარტო, სიჩუმეში გატარება“.


ფსიქოთერაპიაზე:


„იყო პერიოდი, როცა ამას მივმართავდი. ეს ბარსელონაში ხდებოდა. მერე შევწყვიტე… მიდრეკილი ვარ ყველაფერი საკუთარ თავში შევინახო და პრობლემებს მარტო გავუმკლავდე“.


მოედანზე ხასიათის ცვლილებაზე:


„ჩემში იღვიძებს კონკურენტული სული, ფეთქებადობა. ბევრ რამეს ვაკეთებ და მერე უკან ვიყურები და ვფიქრობ: ‘რა იდიოტი ვარ!’“



სოციალურ ქსელებზე:


„ხანდახან მინდა ვინმეს გამოწერა წავშალო, მაგრამ ამას არ ვაკეთებ, რადგან ვიცი, რა შეიძლება მოჰყვეს… ამ ყველაფერს შედეგები აქვს. ამ მხრივ ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად მაწუხებს. არ მომწონს, როცა ჩემზე საუბრობენ ნებისმიერ კონტექსტში, გარდა ფეხბურთის თამაშისა“.


კრიტიკაზე:


„ყოველთვის ვამბობდი, რომ სპორტში ჩემი მთავარი კრიტიკოსი მე თვითონ ვარ. ვიცი, როდის ვაკეთებ ყველაფერს სწორად და როდის — არასწორად“.


ასტროლოგიაზე:


„მე კირჩხიბი ვარ (ზოდიაქოთი). თუმცა ამაში საერთოდ ვერ ვერკვევი. ანტონელამ ცოტა მეტი იცის. მისი მამაც კირჩხიბია, ბევრი საერთო გვაქვს და ის სულ გვადარებს ერთმანეთს“.


რომანტიკასა და ემოციურობაზე:


„ამ მხრივ ანტონელა ჩემზე ბევრად უკეთესია. ერთ ეტაპზე მან რომანტიკულობაც კი შეამცირა, რადგან მე ეს ძალიან არ მომწონდა. მე ძალიან… ბევრად უფრო ცივი ვიყავი. იქამდე, სანამ არ დადგა მომენტი, როცა ვუთხარი: „მე უკვე ისეთი აღარ ვარ, როგორიც ადრე“. მიყვარს, როცა ადამიანები, რომლებიც მიყვარს, თავს კარგად და ბედნიერად გრძნობენ. ძალიან ემოციური არ ვარ, მაგრამ მგრძნობიარე ვარ. ზოგჯერ ფილმების ყურებისას ვტირი. განსაკუთრებით მაშინ, როცა რეალურ მოვლენებზეა დაფუძნებული“.


წესრიგისადმი მიდრეკილებაზე:


„არ მომწონს, როცა ვინმე ჩემს ნივთებს ეხება — უნდა ვიცოდე, სად რა დევს. ბავშვობიდან ასეთი ვარ. ჩემი შვილები, ტიაგო და ჩიროც ასეთები არიან“.


ცეკვასა და ალკოჰოლზე:


„ალკოჰოლი არ მიყვარს, მაგრამ ცეკვისთვის ცოტა შეზარხოშებული უნდა ვიყო. როცა დალევა შემიძლია, ღვინოს ვსვამ. ან ღვინოს სპრაიტთან ერთად, რომ უფრო სწრაფად იმოქმედოს, ჰა-ჰა“.


ბარსელონაში მუდმივად სადღაც დავდიოდი და ხალხიც ამას შეეჩვია. პრაქტიკულად ბარსელონაში გავიზარდე — მთელი ცხოვრება იქ გავატარე. ყოველთვის ერთსა და იმავე ადგილებში დავდიოდი, ადამიანები სულ მხვდებოდნენ, ამიტომ ეს ნორმალური იყო.


აქაც საკმაოდ მშვიდი ცხოვრება გვაქვს. ისევე ვართ დამოკიდებულები ბავშვებზე, ძალიან ჩართული ვართ მათ ცხოვრებასა და განრიგში. როგორც უკვე ვთქვი, როცა გაკვეთილებს ამთავრებენ, ჩვენ მათ ვარჯიშზე მივყვებით“.


როდარ როსარიოში ჩასვლაზე:


„ეს ძალიან მიყვარს, მიყვარს დღესასწაულებზე იქ წასვლა და იქ ყოფნა. მაგრამ სიმართლე რომ ვთქვა, სახლიდან თითქმის არ გავდივარ. დედასთან მივდივარ, ძმასთან, უბრალოდ სახლიდან სახლში გადავდივარ. ეს მომწონს, რადგან ოჯახთან, მეგობრებთან და ახლობლებთან ვარ. ჩემთვის ეს საუკეთესო დროის ტარებაა. განსაკუთრებით დეკემბერში. იცით, ამ დროს ადამიანებს სხვა ენერგია აქვთ, სხვა ატმოსფეროა. დეკემბერი თითქოს მთლიანად სილამაზეს ეძღვნება. ზაფხულია (არგენტინაში დეკემბრიდან თებერვლამდეა), სიცხეა — და ამით სიამოვნებას ვიღებ“.



ბიზნესმენის როლზე:


„გარშემო მყავს ადამიანები, რომლებიც ძალიან მეხმარებიან. მე ყოველთვის მხოლოდ ფეხბურთზე ვფიქრობდი. მაგრამ დგება მომენტი, როცა მხოლოდ ამაზე ფიქრი აღარ კმარა. ეს სფერო მომწონს — ჩემთვის რაღაც ახალია. ჩემი უახლოესი წრე ყოველთვის ერთი და იგივეა: არიან ადამიანები, რომლებიც ბავშვობიდან ჩემთან ერთად მუშაობენ და მათ ძალიან ვენდობი. ყველაფერს გვერდიდან ვაკვირდები“.


ახალ ამბებსა და შოუბიზნესზე:


„ჭორები მომწონს — დედას ვგავარ, მასაც ასეთი რაღაცები უყვარს. ანტონელას ეს დიდად არ მოსწონს. მე უბრალოდ მინდა, მოვლენების კურსში ვიყო. ეს დედისგან მაქვს — ის ამის დიდი ფანია. რომ შეეძლოს, აუცილებლად წავიდოდა LAM-ზე ანხელ დე ბრიტოსთან ერთად (არგენტინული ტოქ-შოუ)“.


ენობრივ ბარიერზე:


„სხვა ენების არცოდნა ყველაზე მეტად უხერხულობას მიქმნის. თავს უცნაურად ვგრძნობ, ეს არ მომწონს. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ ინგლისურად საუბარი შემიძლია და გამიგებენ“.


ხელოვნურ ინტელექტზე:


„არა, ჯერ ვერ გავრკვეულვარ, ჰა-ჰა. მაგრამ ანტონელა სულ ამაზე ლაპარაკობს“.



საფირმო ფინტებზე:


„ყველაფრის გაკეთება შემიძლია. მაგრამ ამას არასდროს ვიყენებდი — მსგავსი რამ არ მიზიდავს. ბავშვობაში უფრო ვერთობოდი. თუმცა მატჩების დროს ფინტებით არ ვკავდები“.


მომავალზე:


„სიმართლე რომ ვთქვა, თავს მწვრთნელად ვერ ვხედავ. მენეჯერის როლი მომწონს, მაგრამ არჩევნის გაკეთება რომ მომიწიოს, მფლობელის როლს ვამჯობინებდი. საკუთარი კლუბის ყოლის შესაძლებლობა და მისი განვითარება ნულიდან — ახალგაზრდებისთვის და სხვა ადამიანებისთვის განვითარების და მნიშვნელოვანი მიზნების მიღწევის შანსის მიცემა. სწორედ ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად მიზიდავს“.


შესაძლო ტიტულებზე:


„კიდევ რა შეიძლება ვისურვო? ღმერთმა იმაზე ბევრად მეტი მომცა, ვიდრე ოდესმე წარმომედგინა. ყველაფერს თავისი დრო აქვს. როცა ეს შეუძლებლად მეჩვენებოდა, მოვიდა გამარჯვებები არგენტინასთან ერთად — ის, რაც ყველაზე მეტად მინდოდა. ჯერ კოპა ამერიკა მოვიგეთ და საკუთარ თავს ვუთხარი: „კარგი, რაღაც უკვე მოვიგე“, მერე კი კატარი მოხდა. ჟესტი, რომელიც ტრიბუნებზე ოჯახს ვაჩვენე, სწორედ ამას ნიშნავდა: „ეს არის ყველაფერი“. ყველაფერი, რაც ამის შემდეგ მოხდება, ზემოდან იქნება. უსაზღვროდ მადლიერი ვარ“.

ნიკა შაქარაშვილი

ნიკა შაქარაშვილი

მესი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

რას ნანობს მესი ყველაზე მეტად? — „ინგლისური უნდა მესწავლა“

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რას ნანობს მესი ყველაზე მეტად? — „ინგლისური უნდა მესწავლა“
•ფეხბურთი

ფეხბურთი

მესიმ ორლანდო სიტის სათადარიგო სკამს დასცინა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მესიმ ორლანდო სიტის სათადარიგო სკამს დასცინა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: მესის მორიგი ჯარიმა და დუბლი ორლანდოსთან — ინტერ მაიამიმ 0:2-და 4:2 მოიგო

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: მესის მორიგი ჯარიმა და დუბლი ორლანდოსთან — ინტერ მაიამიმ 0:2-და 4:2 მოიგო
•ფეხბურთი

ფეხბურთი

მესი ბარსელონას არჩევნების ეპიცენტრში — კანდიდატები მის სახელს საკუთარი მიზნებისთვის იყენებენ

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მესი ბარსელონას არჩევნების ეპიცენტრში — კანდიდატები მის სახელს საკუთარი მიზნებისთვის იყენებენ
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

20 სთ წინ

რას ნანობს მესი ყველაზე მეტად? — „ინგლისური უნდა მესწავლა“

News image

02 მარ, 2026

მესიმ ორლანდო სიტის სათადარიგო სკამს დასცინა

News image

02 მარ, 2026

VIDEO: მესის მორიგი ჯარიმა და დუბლი ორლანდოსთან — ინტერ მაიამიმ 0:2-და 4:2 მოიგო

News image

26 თებ, 2026

მესი ბარსელონას არჩევნების ეპიცენტრში — კანდიდატები მის სახელს საკუთარი მიზნებისთვის იყენებენ

კომენტარები

ლინკის დაკოპირება