ლეო მესიმ ცინცინატისთან MLS-ის მატჩი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა.
არგენტინელის გარეშე დარჩენილმა ინტერ მაიამიმ ცინცინატის დამარცხება ვერ მოახერხა - შეხვედრა უგოლო ფრედ 0:0 დასრულდა.
მესის გარდა დისკვალიფიკაციას ჟორდი ალბაც იხდიდა. ორივე ეს ფეხბურთელი MLS-ის ყველა ვარსკვლავის გუნდში მონაწილეობაზე საპატიო მიზეზის გარეშე უარის თქმის გამო დაისაჯა.
22 მატჩის შემდეგ ინტერ მაიამი აღმოსავლეთ კონფერენციის ცხრილში მე-5 ადგილს იკავებს და ლიდერ ფილადელფიას 8 ქულით ჩამორჩება, თუმცა 3 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.