ატლეტიკო მადრიდმა როდრიგო დე პაულის ინტერ მაიამიში გადასვლა დაადასტურა.
MLS-ის კლუბი არგენტინელი ნახევარმცველის სანაცვლოდ 15 მილიონ ევროს გადაიხდის.
უახლოეს პერიოდში დე პაული აშშ-ში გაფრინდება, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კლუბთან 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
ატლეტიკოს მაისურით დე პაული 2021 წლის ზაფხულიდან თამაშობდა და გუნდის რიგებში 187 მატჩში 14 გოლი და 26 საგოლე გადაცემა მიითვალა.
ინტერ მაიამიში 31 წლის ფეხბურთელი თავის თანამემამულესთან და კარგ მეგობართან, ლეო მესისთან სათამაშოდ გადავიდა.