მადრიდის რეალის ლეგენდამ, კარიმ ბენზემამ, კილიან მბაპეზე ისაუბრა.
- ამ სეზონში ნამდვილ მბაპეს ვხედავთ?
„წელს ბევრად უკეთესია. გოლების გატანა კილიანისთვის ახალი არ არის, ის პსჟ-შიც ამას აკეთებდა და რეალშიც კიდევ ბევრს გაიტანს.
იქნება მატჩები, როცა ის ბურთს თითქმის ვერ შეეხება. თუმცა, ჩვენ ველოდებით, რომ ის პირველივე შანსს გამოიყენებს და გაიტანს. რეალში ასე ხდება.
რეალს ის ძალიან სჭირდბეა და არის მატჩები, როცა მისი გოლები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია - მაგალითად ატლეტიკოსთან, ან ლივერპულთან. ეს გუნდები თავს მჭიდროდ იცავენ და პირველივე შანსი უნდა გამოიყენო, ასეთ სიტუაციებზე ბევრია სამუშაო.
ის ვინისიუსთან უნდა კომბინირებდეს. რეალი მბაპესგან გადამწყვეტ მომენტებში ელის თავის გამოჩენას, რათა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის მოგება შეძლოს. მე ვფიქრობ, რომ ამის გაკეთება მხოლოდ სხვებთან ერთად მოქმედებით არის შესაძლებელი. მბაპე მარტო ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებს - მას ვინისიუსი და სხვა ფეხბურთელები სჭირდება.
ვფიქრობ, ვინისიუსმა, მბაპემ, ბელინგემმა და როდრიგოც კი, რომელიც შედარებით ცოტას თამაშობს, უნდა დაილაპარაკონ. გოლები ბელინგემს არ უნდა მოვთხოვოთ, იმიტომ რომ ეს მბაპეს საქმეა და ასევე, არ უნდა ვთხოვდეთ კილიანს, რომ "ათიანი" გახდეს, იმიტომ რომ ეს ბელინგემის საქმეა. მათ უნდა დაილაპარაკონ.
მბაპე წელს გაცილებით უკეთესია, თუმცა უნდა კონცენტრირდეს იმის მომენტებზე, როცა რეალს განსაკუთრებით სჭირდება, იმიტომ რომ საამისოდ ყველაფერი გააჩნია." - აღნიშნა ბენზემამ.