მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
იტალიის სერია ა-ს 23-ე ტურში სან სიროზე მილანური დერბი გაიმართა. შეხვედრა დაძაბული გამოდგა და საბოლოოდ ფრედ 1-1 დასრულდა.
გოლები ტაიმების ბოლოს გავიდა. პირველი ნახევრის ბოლოს, 45-ე წუთზე ანგარიში ტიჯანი რეინდერსმა გახსნა და როსონერიმ ტაიმი მოიგო.
სერჟიო კონსეისაოს გუნდი 3 ქულასთან ახლოს იყო, თუმცა კომპენსირებულ დროში, 93-ე წუთზე სტეფან დე ვრაიმ ანგარიში გაათანაბრა და ინტერს ქულა მოუპოვა.
სიმონე ინძაგის გუნდს 51 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზეა, ნაპოლისთან ჩამორჩენა 2 ქულაა, მილანი კი 35 ქულით მე-8 ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგის ზონა 5 ქულით ჩამორჩება.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები