-
Aa
+
ფონტის ზომა
იტალიური Tuttosport ქართველი გულშემატკივრებისთვის საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.
იუვენტუსს თვალი სატრანსფერო ბაზარზე უდგას, რადგან გუნდს კონკრეტულ პოზიციებზე შევსება სჭირდება. მაგალითად დაცვაში, სადაც ბრემერსა და კაბალს მძიმე ტრავმები აქვთ.
ასევე შეტევაში, სადაც დუშან ვლაჰოვიჩს როტაცია ესაჭიროება. ის ტიაგო მოტას ერთადერთი თავდამსხმელია არკადიუშ მილიკის ტრავმის გათვალისწინებით.
იუვენტუსს ბევრ სახელს უკავშირებენ, ზამთრისთვის - ჯოშუა ზირკზეს, ივნისისთვის კი - ჯონათან დევიდს, თუმცა სიას კიდევ ერთი თავდამსხმელი დაემატა.
ეს გიორგი მიქაუტაძეა. ლიონში სიტუაცია ძალიან რთულადაა. ფინანსური პრობლემების მოუგვარებლობის შემთხვევაში გუნდს სეზონის ბოლოს ლიგა 2-ში დაქვეითება ემუქრება. აქედან გამომდინარე კლუბს ფულის მობილიზება სჭირდება.
მიქაუტაძეს თვალი უკვე დაადგა იუვენტუსის სპორტულმა დირექტორმა, კრისტიანო ჯუნტოლიმ. გიორგი ქართველია, თუმცა მას ფრანგული პასპორტიც აქვს, რაც მნიშვნელოვანი დეტალია იტალიური კლუბისთვის. ჯონათან დევიდისგან განსხვავებით ის არაევროკავშირელის კვოტას არ დაიკავებს, ბიანკონერის კი ორი ასეთი მოთამაშე უკვე ჰყავს ვასილიე აჯიჩისა და დუგლას ლუიზის სახით.
სენსაციური ინფორმაცია ტურინიდან - ჯუნტოლის კვარაცხელია მოუნდა
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები