უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში ტოტენჰემმა ლონდონში ვილიარეალი მიიღო.
სასტარტო შემადგენლობაში იყო გიორგი მიქაუტაძე, რომლისთვისაც ეს ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო მატჩი შედგა. ქართველმა თავდამსხმელმა თამაში სრულად ჩაატარა.
მასპინძლებმა ანგარიში მალევე გახსნეს. მე-4 წუთზე ლუის ჟუნიორის ავტოგოლით ტომას ფრანკის გუნდი დაწინაურდა. საბოლოოდ მატჩში მეტი გოლი აღარ გასულა და ლონდონელებმა 3 ქულა მოიპოვეს.
გიორგი მიქაუტაძემ Sofascore-სგან 6.8 შეფასება დაიმსახურა.
ტოტენჰემი მომდევნო ტურში ბოდო/გლიმტს ესტუმრება, ვილიარეალი კი საკუთარ მოედანზე იუვენტუსს მიიღებს.
VIDEO: სიგიჟე ტურინში - რვაგოლიანი თრილერი იუვენტუსსა და დორტმუნდს შორის