უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში ბენფიკამ ესტადიო და ლუჟზე ყარაბახი მიიღო.
მატჩის საწყის წუთებში მასპინძლებმა მნიშვნელოვანი უპირატესობა მოიპოვეს. მე-6 წუთზე ენცო ბარენეჩეამ გახსნა ანგარიში, მე-16 წუთზე კი პავლიდისმა გაზარდა სხვაობა ორამდე. 30-ე წუთზე ლეანდრო ანდრადემ გაქვითა ერთი ბურთი და პირველი ტაიმის ანგარიში 1-2 დააფიქსირა.
შეხვედრის მეორე ნახევარი სტუმრებმა სწრაფი გოლით დაიწყეს. დურანმა 48-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა. 86-ე წუთზე აზერბაიჯანულმა გუნდმა ქამბექი ბოლომდე მიიყვანა და კაშჩუკის გოლით ისტორიული გამარჯვება მოიპოვა (2-3).
ყარაბახმა ჩემპიონთა ლიგაზე კლუბის ისტორიაში პირველი მატჩი მოიგო, ასევე ყარაბახი გახდა პირველი აზერბაიჯანული გუნდი, რომელმაც ლიგაზე საკვალიფიკაციო ეტაპის მიღმა თამაში მოიგო.
ყარაბახი მომდევნო ტურში საკუთარ მოედანზე კოპენჰაგენს მიიღებს, ბენფიკა კი ლონდონში ჩელსის ესტუმრება.
VIDEO: სიგიჟე ტურინში - რვაგოლიანი თრილერი იუვენტუსსა და დორტმუნდს შორის