უეფას ჩემპიონთა ლიგის 2026/27 წლების სეზონის წილისყრა 2027 წლის 27 აგვისტოს, ხუთშაბათს, თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება.
ღონისძიებას მონაკოში მდებარე გრიმალდის ფორუმი უმასპინძლებს.
მიმდინარე სეზონში ინგლისიდან ტურნირზე რეკორდული, 5 გუნდი (არენსალი, მანჩესტერ სიტი, მანჩესტერ იუნაიტედი, ლივერპული და ასტონ ვილა) იასპარეზებს, მოქმედი ჩემპიონი და მთავარი ფავორიტი კი კვლავ პარი სენ-ჟერმენია.
განახლებულ ეტაპზე 36-ვე კლუბი ერთ ცხრილში მოიყრის თავს. თითოეული კლუბი 8 სხვადასხვა გუნდს შეხვდება (4 მატჩი შინ, 4 სტუმრად).
მონაწილე 36 კლუბი 4 კალათაში გადანაწილდება (კალათები საბოლოოდ პლეი-ოფის დასრულების შემდეგ, ოთხშაბათ საღამოს დაკომპლექტდება).
თითოეული გუნდი თითოეული კალათიდან ორ მეტოქეს მიიღებს (ერთს შინ და ერთს სტუმრად).