• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო

სპორტის გურუ

ქვიზები

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტები? - 5 მთავარი კითხვა ბარსას სეზონის წინ
ფეხბურთიფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტები? - 5 მთავარი კითხვა ბარსას სეზონის წინ

1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ზედიზედ ორი ლა ლიგის მოგებისა და შემადგენლობის კიდევ გაძლიერების შემდეგ ფლიკის გუნდის ამბიციები კიდევ უფრო დიდია. მაგრამ გულშემატკივრებს აქვთ კითხვები, რომლებსაც პასუხი სეზონის განმავლობაში გაეცემა - დღევანდელ ბლოგში სწორედ ამ საკითხებს განვიხილავთ.


ზედიზედ ორჯერ მოგებული ლა ლიგის შემდეგ, ბარსელონას შემადგენლობაში არაერთი რამ შეიცვალა - წავიდა რაშფორდი და მოვიდა გორდონი, წავიდა ფერანი და მოვიდა ადეიემი, დაბრუნდა კარგად ნაცნობი კანსელო და რაც მთავარია, ბარსამ თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, როდრი დაიმატა. 


წაიკითხეთ ვრცლად: მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველი ბარსაში? - ის ვინც ფლიკის გუნდს ყველაზე მეტად სჭირდება


აქ ყველაფრის მოგებას ვაპირებ

თქვა როდრიმ მის პრეზენტაციაზე და გულშემატკივარს კიდევ უფრო დიდი იმედი ჩაუსახა.


ზედიზედ მესამე ლა ლიგა?


გერმანელი სპეციალისტი ესპანურ ფეხბურთში უკვე ორი სეზონია მოღვაწეობს და ამ პერიოდში ლა ლიგის ორი ტიტული მოიპოვა. იგი ამ საუკუნეში გახდა მეოთხე მწვრთნელი პეპ გვარდიოლას, ლუის ენრიკესა და ერნესტო ვალვერდეს შემდეგ, რომელმაც ბარსელონაში გატარებულ პირველ ორ სეზონში ორივეჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი. 


ბოლოს ბარსამ ზედიზედ სამი ჩემპიონობა გვარდიოლას ფენომენალური გუნდის ეპოქაში, 2008-2011 წლებში იზეიმა, თუმცა ამ შედეგის გამეორება საკმაოდ რთული ამოცანა იქნება - სატრანსფერო ბაზარზე მთავარი კონკურენტის, რეალის კიდევ ერთი მასშტაბური გააქტიურება და ნაცნობი სახის, ჟოზე მოურინიოს დაბრუნება კატალონიელებს მოდუნების საშუალებას არ მისცემს იმ საჩემპიონო რბოლის წინ, რომელიც, სავარაუდოდ, კვლავ ძალიან დაძაბული იქნება.


ჩამოსაწერი არც ატლეტიკოა - სიმეონეს გუნდმა ლა ლიგის ახალი სეზონი ოთხშაბათს, მალაგასთან 2:0 გამარჯვებით დაიწყო. მიუხედავად გასულ სეზონში გავრცელებული ჭორებისა, რომ დიეგო სიმეონემ შესაძლოა დედაქალაქი საბოლოოდ დატოვოს, იგი პოსტზე რჩება და ტიტულისთვის ბრძოლას კიდე ერთხელ იწყებს.


წაიკითხეთ: ვინ მოიგებს ლა ლიგას - სეზონის პროგნოზები



ვინ ითამაშებს შეტევაში?


ფლიკის ერთ-ერთი პოტენციური პრობლემა ამ მომენტისთვის შეტევის წინა ხაზში არსებული უზარმაზარი ცარიელი სივრცეა - რობერტ ლევანდოვსკისა და ფერან ტორესის წასვლის შემდეგ ბარსელონას მათი შემცვლელი ჯერჯერობით არ დაუმატებია. როგორც ჩანს, ბარსამ სრული ფოკუსი ხულიან ალვარესზე გააკეთა, თუმცა ატლეტიკოს მკაცრმა უარმა კატალონიელთა გეგმები თავდაყირა დააყენა.


წაიკითხეთ: მიქაუტაძე ბარსაში? - ვინ იქნება ფლიკის ახალი ცხრიანი


სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე კვირაზე ოდნავ მეტი დრო რჩება და ბარსას გამოსავლის მოსაძებნად დრო ეწურება, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ საკმაოდ “კრეატიული” გადაწყვეტილებების მიღება დასჭირდებათ.


ეგვიპტელმა ახალგაზრდამ, ჰამზა აბდელქარიმმა, პრესეზონის ზოგიერთი ამხანაგური მატჩი ცენტრფორვარდად დაიწყო და კარგი შთაბეჭდილებაც დატოვა, თუმცა 18 წლის ყოფილი  ალ-აჰლელის ძირითად ფორვარდად გამოყენება ფანტასტიკის სფეროდანაა. ადეიემისა და გორდონს ცენტრში თამაშის გამოცდილება აქვთ, რაც გარკვეულწილად წააგავს იმ შემთხვევას, როდესაც ტორესს იყენებდნენ ცენტრფორვარდად - ფლანგელს, რომელსაც შეტევის დაგვირგვინებაც შეუძლია. შესაძლოა ფლიკი პარიზულ სტილზე გადავიდეს, სადაც მოძრავი შეტევის ხაზი სამი ნომინალური ფლანგელით არის დაკომპლექტებული.


ფლიკის ხელმძღვანელობით ჩატარებულ ბოლო ორ სეზონში ლევანდოვსკიმ (61) და ტორესმა (40) ყველა ტურნირზე ერთად 101 გოლი გაიტანეს - გასულ სეზონში ლევანდოვსკიმ 46 მატჩში მხოლოდ 19 გოლის გატანა შეძლო, ასე რომ, თუ გორდონი და ადეიემი თავიანთ წვლილს შეიტანენ, კლუბს არ სჭირდება მაინცდამაინც ისეთი თავდამსხმელის მოყვანა, რომელიც კოსმოსურ ციფრებს დადებს. რაფინია და ლამინ იამალიც, როგორც ყოველთვის, თავისას აუცილებლად გაიტანენ. თუმცა სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ბარსელონას, სავარაუდოდ, მაინც დასჭირდება შეტევის ხაზის გაძლიერება.




ჰყავს თუ არა ფლიკს საუკეთესო ნახევარდაცვა?


თუ შეტევის წინა ხაზში პრობლემები აქვთ, ნახევარდაცვაზე ამას ნამდვილად ვერ ვიტყვით - ბარსას ისედაც დიდი არჩევანი ჰქონდა მოედნის შუახაზში, ხოლო როდრის მოყვანის შემდეგ, მომავალი კიდევ უფრო ნათელი ჩანს.


როდრის საუკეთეოს ფორმის შემდეგ არაერთი პრობლემა ჰქონდა, უმეტესობა ჯვარედინი იოგების მძიმე ტრავმამ გამოიწვია, თუმცა პეპ გვარდიოლამ გასულ სეზონში იწინასწარმეტყველა, რომ ესპანელი საუკეთესო კონდიციებს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის დაუბრუნდებოდა და ის აბსოლუტურად მართალი აღმოჩნდა - როდრიმ უდიდესი როლი ითამაშა ესპანეთის მიერ მუნდიალის მოგებაში და ტურნირის საუკეთესო  ფეხბურთელადაც დასახელდა.


მისი დამატება ნახევარდაცვაში, სადაც უკვე თამაშობენ მისი ეროვნული ნაკრების თანაგუნდელები - პედრი და დანი ოლმო, დიდი ფუფუნებაა. ამასთან, გავის, ფერმინ ლოპესის, ბერნალისა და ფრენკი დე იონგის სახით, ფლიკს ნახევარდაცვის შთამბეჭდავი არჩევანი აქვს. სავარაუდოა, რომ თავდაპირველად ძირითადი ტრიო სწორედ მუნდიალური, როდრი, პედრი და ოლმო იქნება.  


როდრის ასევე შეუძლია კლუბში ის გავლენა მოიტანოს, რამაც თავის დროზე მანჩესტერ სიტი ინგლისში თითქმის დაუმარცხებელ გუნდად აქცია. სიტიმ იმ 298 მატჩის მხოლოდ 12.1% წააგო, რომელშიც როდრი მონაწილეობდა, ხოლო იმ 122 შეხვედრაში, რომელიც მან გამოტოვა, წაგების პროცენტმა 26.2%-ს მიაღწია.



გაიბრწყინებს გორდონი ლა ლიგაში?

ბარსელონაში ნიუკასლიდან 80 მილიონი ევროს სანაცვლოდ ენტონი გორდონის გადაბარგებამ ბევრი გააოცა - არა იმის გამო, რომ ის კარგი ფეხბურთელი არ არის, არამედ გორდონი არც ისე ძალიან ჰგავს ტიპურ ბარსელონურ შენაძენს. გარდა ამისა, მისი ინგლისელი თანაგუნდელი მარკუს რაშფორდი გაცილებით იაფი დაჯდებოდა (ხელფასებს თუ არ გავითვალისწინებთ) და გასულ სეზონში კამპ ნოუზე საკმაოდ წარმატებული იჯარაც ჰქონდა.


თუმცა, საბოლოოდ არჩევანი მაინც გორდონზე შეაჩერეს. როგორც ჩანს, ფლიკი მისი დიდი თაყვანისმცემელია - განსაკუთრებით ხიბლავს ინგლისელის შრომისუნარიანობა და წინა ხაზიდან პრესინგის კეთების სურვილი. მაგრამ საკმარისია თუ არა მისი პროდუქტიულობა? მას კონკურენციის გაწევა რაფინიასთან მოუწევს, რომელმაც გასულ სეზონში ბარსელონას მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 33 მატჩში 21 გოლი და 7 საგოლე გადაცემა მიითვალა, ხოლო ლამინ იამალის ანგარიშზე 45 შეხვედრაში 24 გოლი და 17 ასისტია. რაშფორდმაც კი 25 საგოლე მოქმედებაში (14 გოლი, 11 ასისტი) მიიღო მონაწილეობა.


გორდონმა გასული სეზონი ნიუკასლში ჩატარებულ 46 მატჩში 17 გოლითა და 5 ასისტით დაასრულა, თუმცა აღსანიშნავია, რომ მისი გოლების ნახევარზე მეტი (9) თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან გაიტანა. დაარტყამს თუ არა ის პენალტებს ახალ კლუბში? მისი დებიუტი იდეალური არ ყოფილა - გამპერის თასზე ალ-აჰლის წინააღმდეგ ინგლისელმა პენალტი გააცუდა. მიუხედავად ამისა, მისი ჩემპიონთა ლიგის სტატისტიკა შესაძლოა საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურებოდეს: 2025-26 წლების სეზონში გორდონმა ნიუკასლის შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგის 11 მატჩში 10 გოლი გაიტანა, რაც უფრო მეტია, ვიდრე ყველა სხვა ტურნირზე ერთად აღებული (6 გოლი 32 მატჩში).



შეძლებს ბარსელონა ნანატრი ჩემპიონთა ლიგის მოგებას?


ორი სეზონის წინ ბარსამ ნახევარფინალამდე მიაღწია და ინტერთან გამართულ ორ აბსოლუტურ კლასიკად ქცეულ მატჩში უმძიმეს ბრძოლაში დამარცხდა. თუმცა იმ სიმარტივემ, რომლითაც პსჟ-მ ფინალში ნერაძური გაანადგურა, ბარსასთვის ნახევარფინალში ორი მატჩის ჯამში 6:7 მარცხი კიდევ უფრო დასანანი გახადა. მიუხედავად იმისა, რომ გასულ სეზონში ბარსას ბადეში გაუმართლა, ფლიკის გუნდმა ატლეტიკოს ბარიერი მაინც ვერ დაძლია.


ბარსელონასთვის ჩემპიონთა ლიგაზე გოლების გატანა ურთულეს მისიას არ წარმოაფგენს - მას შემდეგ, რაც გუნდს სათავეში ფლიკი ჩაუდგა, ჩემპიონთა ლიგაზე ბარსაზე (75) მეტი გოლი მხოლოდ პსჟ-ს (83) აქვს გატანილი.


თუმცა, პრობლემები სწორედ დაცვის ხაზში იჩენს თავს. ფლიკის გუნდს ჩემპიონთა ლიგის ბოლო 14 მატჩში კარი მშრალად არ შეუნახავს, რაც ევროპულ დიდ ტურნირებზე კლუბის ისტორიაში უგოლოს ყველაზე ხანგრძლივი სერიაა. ახალგაზრდა ცენტრალური მცველი, პაუ კუბარსი, გასულ სეზონში ატლეტიკოსთან წაგებულ პირველ მატჩში გააძევეს, მეორე მატჩში ერიკ გარსია გააგდეს, ხოლო რამდენიმე სეზონის წინ პსჟ-სთან თავი არაუხომ “გამოიჩინა” 


კუბარსის უმაღლეს დონეზე ჩატარებული მუნდიალი ბარსას ქომაგსა და ფლიკს იმედიან მომავალს ჰპირდება, თუმცა ეჭვგარეშეა რომ ახალგაზრდა ესპანელს გამოცდილი მეწყილე ესაჭიროება, რასზეც ბარსას მხრიდან ჯერჯერობით არაფერი ისმის.


შეტევაში სიძლიერისა და უკვე ბევრად გამართული ნახევარდაცვის შემდეგ ბარსელონა ჩემპინოთა ლიგაზე უკეთესი ასპარეზობის მოლოდინშია, თუმცა დაცვა კვლავ ფლიკის გუნდის სუსტ წერტილად რჩება.



წაიკითხეთ:   სჭირდება თუ არა რეალს როდრის ალტერნატივა? - 5 მთავარი კითხვა მადრიდული სეზონის წინ



ნიკოლოზ კვარაცხელია

ნიკოლოზ კვარაცხელია

ბარსელონა
ჩემპიონთა ლიგა
ლა ლიგა
როდრი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

სუპერკომპიუტერმა ლა ლიგის გამარჯვებული გამოავლინა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

სუპერკომპიუტერმა ლა ლიგის გამარჯვებული გამოავლინა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბარსელონა 100 მილიონი ევროს მიღებას 3 ფეხბურთელისგან ელის

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბარსელონა 100 მილიონი ევროს მიღებას 3 ფეხბურთელისგან ელის
•ფეხბურთი

ფეხბურთი

გამარჯვებულის მენტალიტეტი: ბელინგემმა ესპანიოლთან მატჩი შეაფასა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

გამარჯვებულის მენტალიტეტი: ბელინგემმა ესპანიოლთან მატჩი შეაფასა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბარსელონა ალვარესის დამატებას ფანების გამოყენებით აპირებს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბარსელონა ალვარესის დამატებას ფანების გამოყენებით აპირებს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

2 სთ წინ

სუპერკომპიუტერმა ლა ლიგის გამარჯვებული გამოავლინა

News image

1 სთ წინ

ბარსელონა 100 მილიონი ევროს მიღებას 3 ფეხბურთელისგან ელის

News image

1 სთ წინ

გამარჯვებულის მენტალიტეტი: ბელინგემმა ესპანიოლთან მატჩი შეაფასა

News image

1 სთ წინ

ბარსელონა ალვარესის დამატებას ფანების გამოყენებით აპირებს

კომენტარები

ლინკის დაკოპირება