ლა ლიგის 2026/27 წლების სეზონი დაიწყო და Opta-ს სუპერკომპიუტერმა 10 000 სიმულაციაზე დაყრდნობით გამარჯვებული გამოავლინა.
ძირითადი ფავორიტი კვლავ მოქმედი ჩემპიონი ბარსელონაა, რომელიც ზედიზედ მესამე ტიტულის მოსაპოვებლად იბრძვის. ჰანსი ფლიკის გუნდს სუპერკომპიუტერმა ტურნირის მოგების 45.6%-იანი შანსი მიანიჭა.
მადრიდის რეალი სერიოზული ცვლილებებით ხვდება ახალ სეზონს. სამეფო კლუბში დაბრუნდა ჟოზე მოურინიო, ხოლო შემადგენლობას ბევრი ახალი სახე (მათ შორის მარკ კუკურელია, ბერნარდო სილვა და ახალგაზრდა იან დიომანდე) შეემატა. მიუხედავად ამისა, სუპერკომპიუტერმა მადრიდელებს ტიტულის მოპოვების 31.0% პროგნოზი განუსაზღვრა და ისინი მეორე ადგილზე არიან.
მსოფლიო ჩემპიონატზე ფეხბურთელების დიდი რაოდენობით მონაწილეობის გამო, ატლეტიკომ, რეალმა და ბარსელონამ სეზონი ტრადიციულზე გვიან დაიწყეს. კატალონიელები თავიანთ პირველ მატჩს ელჩეს წინააღმდეგ სწორედ დღეს, 23 აგვისტოს გამართავენ.
Opta-ს პროგნოზირებული ტოპ 5:
1. ბარსელონა - 45.6% (ჩემპიონი)
2. მადრიდის რეალი - 31.0%
3. ატლეტიკო მადრიდი - 8.6%
4. ვილიარეალი - 3.3%
5. ბეტისი - 2.1%