მადრიდის რეალის ახალწვეულმა, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდმა Mirror-თან ვრცელ ინტერვიუში ლივერპულის დატოვების შემდგომ მიღებულ შეურაცხყოფასა და მუქარებზე ისაუბრა.
აგრესია და იმედგაცრუება
ტრენტმა აღნიშნა, რომ ფანების იმედგაცრუება და სტადიონზე სტვენა მისთვის გასაგებია, თუმცა სოციალურ ქსელში მიღებული მუქარები ყოველგვარ საზღვარს სცდება. მისთვის განსაკუთრებით მტკივნეული აღმოჩნდა ფაქტი, როცა ენფილდთან ახლოს მის მურალზე უცნობმა პირებმა სიტყვა „ვირთხა“ დააწერეს, რამაც მის ოჯახზეც იმოქმედა.
მიუხედავად ამისა, ფეხბურთელი ამბობს, რომ ქალაქში სტუმრობისას და ფანებთან პირისპირ შეხვედრებისას მსგავსი აგრესია რეალურ ცხოვრებაში არასდროს უგრძნია.
ლივერპული ჩემი სახლია
ინგლისელმა მცველმა ყოფილ კლუბს სიყვარული კიდევ ერთხელ დაუდასტურა და განაცხადა, რომ ნეგატივის მიუხედავად, ლივერპული მისთვის ყველაფერია:
ყოველთვის ვუყურებ მათ მატჩებს და ვგულშემატკივრობ. ლივერპულისთვის ჩემს გულში ყოველთვის იქნება ადგილი, ეს ჩემი სახლია, რომელმაც მომცა შესაძლებლობა, ვყოფილიყავი ის, ვინც ახლა ვარ