ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მანჩესტერ იუნაიტედის მიერ ბარსელონას მარცხენა მცველის, ახალგაზრდა ალეხანდრო ბალდეს დამატების შანსი ამჟამად 50/50-ზეა.
წითელმა ეშმაკებმა ნახევარდაცვის ხაზი პრაქტიკულად სრულად დააკომპლექტეს. ახლა კლუბის მთავარი პრიორიტეტი მარცხენა მცველია. მიუხედავად იმისა, რომ მთავარი სამიზნე ლუის ჰოლი იყო, ნიუკასლმა ლიდერების (ბრუნო გიმარაეშის, სანდრო ტონალისა და ენტონი გორდონის) გაყიდვის შემდეგ მისი გაშვება კატეგორიულად გამორიცხა.
სწორედ ამის შემდეგ მანჩესტერელებმა ცნობილ აგენტ ჟორჟ მენდეშს მიმართეს და ბალდეს ტრანსფერის პირობებით დაინტერესდნენ. თავად 22 წლის მცველი კამპ ნოუზე თავს ბედნიერად გრძნობს და წასვლას აქტიურად არ ცდილობს, თუმცა ბარსელონა ფინანსური ინტერესებიდან გამომდინარე მზადაა წინადადება განიხილოს, თუ კლუბები ერთმანეთში შეთანხმდებიან.
რომანოს განმარტებით, ტრანსფერი მხოლოდ მაშინ შედგება, თუ ბარსელონა ფეხბურთელს პირდაპირ ეტყვის, რომ მისი გაყიდვა სჭირდება. იუნაიტედს პირობები უკვე შესწავლილი აქვს, თუმცა ოფიციალური წინადადება ჯერ არ გაუკეთებია.