ინგლისის პრემიერ ლიგის პირველ ტურში უმაღლეს დივიზიონში ახლად დაბრუნებულმა ჰალმა საკუთარ მოედანზე მანჩესტერ იუნაიტედი მიიღო.
მატჩის ბედი პირველ ტაიმში გადაწყდა და მასპინძლების პრემიერ ლიგაში ზღაპრულად დაბრუნდნენ.
მე-17 წუთზე ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ სენე ლამენსმა რთული ბურთის მოგერიება მოახერხა, თუმცა დამატებაზე სემი აჯაიმ ანგარიშის გახსნა მაინც მოახერხა.
38-ე წუთზე მასპინძელთა შესრულებული საჯარიმოს შემდეგ ნობელ მენდიმ გამოიჩინა თავი და ჰალის უპირატესობა ორამდე გაზარდა.
მეორე ტაიმში მაიკლ კერიკის ცვლილებების მიუხედავად, იუნაიტედმა თამაშში დაბრუნება ვერ შეძლო და ჰალმა მანჩესტერი 2-0 დაამარცხა.
ჰალი მე-2 ტურში ქოვენთრი სიტის ესტუმრება, მანჩესტერ იუნაიტედი კი ოლდ ტრაფორდზე იფსვიჩს მიიღებს.
17' აჯაი 1-0
38' მენდი 2-0