VIDEO: ჟოზეს დაბრუნება და ახალწვეულის გამარჯვების გოლი
1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ესპანეთის ლა ლიგის მე-2 ტურის მატჩში ესპანიოლმა საკუთარ მოედანზე მადრიდის რეალი მიიღო.
სამეფო კლუბში დაბრუნების შემდეგ ჟოზე მოურინიოს ოფიციალური დებიუტი რთული გამოდგა.
ანგარიში სწრაფი გოლით გაიხსნა და მე-9 წუთზე სტუმრები ჯუდ ბელინგემმა გახსნა, რომელმაც ჯარიმიდან არდა გიულერის ჩაწოდების შემდეგ თავური დარტყმით აიღო მეტოქის კარი.
30-ე წუთზე მასპინძლებმა ანგარიშის გათანაბრება შეძლეს, წონასწორობა ალექს კალატრავამ აღადგინა და პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა.
რეალი ქულების დაკარგვასთან ახლოს იყო, თუმცა 90-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა ახალწვეულმა, კარლოს ესპიმ, კილიან მბაპეს საჯარიმოში შეჭრის შემდეგ ბურთი მიიღო, მეკარე მოატყუა და გამარჯვების გოლი გაიტანა.
მომავალ მატჩებში ესპანიოლსა და რეალს საერთო მეტოქე ჰყავთ. 26 აგვისტოს მადრიდელები ბერნაბეუზე სოსიედადს მიიღებენ, 29-ში კი კატალონიელები ბასკეთს ესტუმრებიან.