ბრიტანულმა გამოცემა The Athletic-მა მადრიდის რეალში ჟოზე მოურინიოს მეორე ეპოქის დაწყებასთან დაკავშირებით საინტერესო დეტალები გაავრცელა.
წყაროს ცნობით, პორტუგალიელი სპეციალისტი სამეფო კლუბში დაბრუნებით უზომოდ ბედნიერია. ფლორენტინო პერესმა ის ერთი მთავარი მიზნით დააბრუნა - დაასრულოს ბარსელონას 2-წლიანი ჰეგემონია ესპანურ ფეხბურთში.
მოურინიო მიიჩნევს, რომ წარმატების მისაღწევად შესანიშნავი სამწვრთნელო შტაბი და შემადგენლობა ჰყავს. მისი თავდადება იმდენად დიდია, რომ სამუშაოსთვის საკმარისი დროის დასათმობად ხშირად რეალის საწვრთნელ ბაზაზეც კი იძინებს. ჟოზე ცდილობს, ყველა დეტალი აკონტროლოს, ზუსტად ისე, როგორც ამას რეალში თავისი პირველი მოღვაწეობისას და გასულ სეზონში ბენფიკაში აკეთებდა.
შეგახსენებთ, რომ მადრიდის რეალი ლა ლიგის ახალ სეზონს დღეს, 22 აგვისტოს, ესპანიოლთან მატჩით დაიწყებს.