ბარსელონა ლა ლიგის სადებიუტო მატჩისთვის ემზადება, სადაც ელჩეს დაუპირისპირდება.
შეხვედრის წინ მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა პირველი გუნდიდან სამი ახალგაზრდა ფეხბურთელი დუბლშემადგენლობაში - ბარსელონა ატლეტიკში დააბრუნა.
ჯესი ბისივი, ორინ გორინი და იბრაჰიმა ტუნკარა ჟულიანო ბელეტის გუნდს შეუერთდნენ. ბელგიელი ფორვარდის, ბისივის დუბლებში გადაყვანის მიზეზი ვიზასთან დაკავშირებული ბიუროკრატიული პრობლემა გახდა, რის გამოც კლუბმა მისი ლა ლიგაში დარეგისტრირება ჯერ ვერ შეძლო.
რა ხდება ჰამზა აბდელკარიმის ირგვლივ?
დუბლების ფეხბურთელების ნაწილი პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშს მაინც აგრძელებს და ელჩესთან მატჩის განაცხადშიც იქნება. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია ეგვიპტელი თავდამსხმელი ჰამზა აბდელკარიმი.
წინასასეზონო მატჩებში ნაჩვენები კარგი თამაშის შემდეგ, აბდელკარიმს ოფიციალური დებიუტის დიდი იმედი აქვს. რობერტ ლევანდოვსკისა და ფერან ტორესის წასვლის შემდეგ, ბარსელონას ახალი ფორვარდი არ დაიმატებია, რაც ეგვიპტელ ტალანტს შანსს კიდევ უფრო უზრდის.