კილიან მბაპე რეალის მაისურით ლა ლიგაში თავის მესამე სეზონს იწყებს და ესპანური მედია მას ისტორიულ გამოწვევას უსახავს.
ფრანგმა ვარსკვლავმა ესპანეთში გატარებულ პირველ ორ სეზონში ბომბარდირის (პიჩიჩის) ჯილდო ზედიზედ მოიგო. ახლა მისი მიზანი ამ ტიტულის მესამედ მოპოვებაა, რაც რეალის ფეხბურთელს ბოლო 40 წელია არ გაუკეთებია. ეს კრიშტიანუ რონალდუმაც კი ვერ შეძლო, რომელმაც ტიტულის შენარჩუნება მხოლოდ ორჯერ (2014 და 2015 წლებში) მოახერხა.
თუ მბაპე ამას შეძლებს, ის უგო სანჩესის მიღწევას გაიმეორებს (1986-1988 წლები). გარდა ამისა, მას რეალის მაისურით 100 გოლამდე სულ რაღაც 14 ბურთი აშორებს.
მიუხედავად ინდივიდუალური მიღწევებისა, მბაპეს ბოლო ორი სეზონი გუნდისთვის უტიტულო გამოდგა. ზაფხულში ჟოზე მოურინიოს მოსვლის შემდეგ კი, გულშემატკივრები ფრანგისგან არა მხოლოდ გოლებს, არამედ რეალის ჩემპიონთა კვარცხლბეკზე დაბრუნებასაც ითხოვენ.