ბარსელონა ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას და ახალი ტრანსფერებისთვის თანხების მობილიზებას აგრძელებს.
კატალონიური გამოცემა Sport-ის ცნობით, კლუბი 1-ელ სექტემბრამდე სამი ფეხბურთელის გაყიდვას და დაახლოებით 100 მილიონი ევროს მიღებას გეგმავს. სამივე მათგანი ელჩესთან სადებიუტო მატჩის განაცხადს მიღმა დარჩა.
გასაყიდი ფეხბურთელების სია ასეთია:
მარკ კასადო (40 მლნ ევრო): ესპანელი ნახევარმცველით საუდის არაბეთის კლუბები ინტერესდებიან, თუმცა თავად ევროპაში დარჩენა სურს.
ალეხანდრო ბალდე (40 მლნ ევრო): მთავარი სიურპრიზი - ფლიკმა ის განაცხადიდან ამოაგდო. მცველით ინგლისური კლუბები (მანჩესტერ იუნაიტედი, ასტონ ვილა) და ბენფიკა ინტერესდებიან.
ექტორ ფორტი (20 მლნ ევრო): ფეხბურთელის დამატებასთან ყველაზე ახლოს დორტმუნდის ბორუსიაა, თუმცა სიტუაციას რეალ სოსიედადიც აკვირდება.