-
Aa
+
ფონტის ზომა
ამსტერდამის აიაქსმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ გიორგი მიქაუტაძე იჯარის წესით მეცში ბრუნდება.
იჯარა ივნისამდე იქნება აქტიური, შემდეგ კი ფრანგულ გუნდს ქართველის გამოსყიდვა შეეძლება. ფაბრისიო რომანოს ცნობით სატრანსფერო ფასი 10 მილიონი ევრო იქნება.
შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძე ამსტერდამში სწორედ მეციდან გადავიდა, მას შემდეგ რაც ლიგა 2-ის ბომბარდირი გახდა. ქართველმა თავდამსხმელმა ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონშიც მოასწრო 2 გოლისა და 1 საგოლე გადაცემის აქტივში ჩაწერა.
კომენტარები