ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
18 დღის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
საფრანგეთის ლიგა 1-ს 30-ე ტურში მეცმა სტუმრად უმნიშვნელოვანეს მატჩში ლე ავრი დაამარცხა.
შეხვედრას განსაკუთრებული მნიშვნელობა იმის გამო ჰქონდა, რომ ორივე ეს გუნდი გადარჩენისთვის იბრძვის და მატჩი ნამდვილად "ექვსქულიანი" იყო.
მატჩის ერთადერთი გოლი მეორე ტაიმის სტარტზე გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა, რომელსაც ბოლო 3 მატჩში უკვე 5 გოლი დაუგროვდა, ლიგა 1-ში კი მეათედ მოახერხა თავის გამოჩენა, მიუხედავად იმისა, რომ სეზონის პირველი ნახევარი საერთოდ სხვა ჩემპიონატში გაატარა.
ამ გოლით მიქაუტაძემ თავის გუნდს ზედიზედ მეორე გამარჯვება მოუტანა [წინაც მისი დუბლით მოიგეს] და გუნდი გასავარდნი ზონიდან ოფიციალურად ამოვიდა.
თავად მიქაუტაძემ მოედანზე სრული მატჩი ჩაატარა და SofaScore-სგან მიღებული 7.7 შეფასებით მატჩის საუკეთესო ფეხბურთელიც გახდა.
მეცმა მე-16 დან მე-15 პოზიციაზე გადაინაცვლა და სწორედ დღევანდელი მეტოქე ლე ავრი ჩაუშვა გასავარდნ ზონაში.
შემდეგ ტურში მეცი საკუთარ კედლებში ტურნირის ერთ-ერთ ლიდერს ლილს უმასპინძლებს, ლე ავრი კი პსჟ-ს ესტუმრება.
კომენტარები
1 დღის წინ
2 დღის წინ
2 დღის წინ
1 საათის წინ