იუვენტუსმა ნიკ ვოლტემადეს ტრანსფერზე ნიუკასლთან სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია.
ფაბრიციო რომანოს ცნობით, მოულოდნელი ტრანსფერი, რომლის შესახებ ინფორმაციაც გასული ღამიდან ვრცელდებოდა, შეთანხმებულია და სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს ვოლტემადე იუვენტუსის ფეხბურთელი გახდება.
იუვენტუსი ნიუკასლს იჯარის სანაცვლოდ 3.5 მილიონ ფუნტს გადაუხდის. შეთანხმება ფეხბურთელის გამოსყიდვის არც უფლებას და არც ვალდებულებას ითვალისწინებს.
24 წლის გერმანელი თავდამსხმელი ინგლისურ კლუბს 2025 წლის ზაფხულში შტუტგარტიდან 65 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ შეუერთდა და პრემიერ ლიგაში 8 გოლის გატანა შეძლო.
შეთანხმება შედგა - ევერტონი ლიდერს პრემიერ ლიგის გრანდში უშვებს