ჯონათან დევიდი კარიერას მადრიდის ატლეტიკოში გააგრძელებს.
ჟურნალისტ ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, იუვენტუსთან სიტყვიერი შეთანხმება მიღწეულია.
კანადელი თავდამსხმელი ატლეტიკოს თავდაპირველად იჯარის წესით შეუერთდება, ხელშეკრულებაში კი გამოსყიდვის ოფციაც იქნება გათვალისწინებული. ატლეტიკო ფეხბურთელის ხელფასის 50%-ზე მეტს დაფარავს.
ჯონათან დევიდის გარიგების ფარგლებში ატლეტიკოს მისი 25 მილიონ ევროდ გამოსყიდვის უფლება ექნება. ეს სავალდებულო გამოსყიდვა არ არის, საბოლოო გადაწყვეტილებას მადრიდული კლუბი 2027 წლის ივნისში მიიღებს.
კანადელი შემტევი იუვენტუსში 2025 წელს ფრანგულ ლილში გატარებული 5 წლის შემდეგ გადავიდა და სერია ა-ში ჩატარებულ 36 მატჩში 6 გოლის გატანა შეძლო.