იბერია 1999

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
ფეხბურთი

ფეხბურთი

ქვიზები

იბერია 1999

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ლიორენტემ მინისტრი გააკრიტიკა - კურტუამ, კარვახალმა და ბაენამ მხარი აუბეს
ფეხბურთიფეხბურთი

ლიორენტემ მინისტრი გააკრიტიკა - კურტუამ, კარვახალმა და ბაენამ მხარი აუბეს

6 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

მადრიდის ატლეტიკოს ფეხბურთელმა მარკოს ლიორენტემ Instagram-ზე სთორი გამოაქვეყნა, რომელშიც ტოლედოში მომხდარი ტრაგიკული სარკინიგზო ავარიის შემდეგ ესპანეთის ტრანსპორტის მინისტრი ოსკარ პუენტე მკაცრად გააკრიტიკა. მის კრიტიკას სხვა ფეხბურთელებიც შეუერთდნენ.


ლიორენტემ პუენტეს პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდა და სოციალურ ქსელებში მის აქტიურობასაც გამოეხმაურა:


ძვირფასო ოსკარ პუენტე, დრო ხომ არ არის, Twitter-ს თავი დაანებო და იმ საქმეზე კონცენტრირდე, რომლის შესრულებისთვისაც ჩვენ ხელფასს გიხდით? როდესაც საქმე ადამიანების სიცოცხლეს ეხება, ტრანსპორტის მინისტრისგან ყველაზე ცოტა, რისი მოთხოვნაც შეიძლება, პასუხისმგებლობა, სერიოზულობა, უსაფრთხოება და პატივისცემაა.


ლიორენტემ კრიტიკა კიდევ უფრო გაამწვავა:


ყელში ამოგვივიდნენ პოლიტიკოსები, რომლებსაც, როგორც ჩანს, უფრო მეტად სოციალურ ქსელებში კამათის მოგება აინტერესებთ და 13 წლის ბავშვებივით იქცევიან, ვიდრე საკუთარი მოვალეობების შესრულება. Twitter არ არის შენი სამსახური. შენი საქმე საზოგადოებრივი ტრანსპორტი, უსაფრთხოება და პრობლემების წარმოქმნის შემთხვევაში პასუხისმგებლობის აღებაა. ჯერჯერობით ამ ყველაფერში სრული კატასტროფა ხარ, მაგრამ, როგორც ყოველთვის, ბრალს სხვას გადააბრალებ. დაე, ცირკი გაგრძელდეს.


ლიორენტეს განცხადებას ესპანურ საფეხბურთო სამყაროში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მისი პოსტი სხვა პროფესიონალმა ფეხბურთელებმაც გააზიარეს, მათ შორის თანაგუნდელმა ალექს ბაენამ, ხეტაფეს მცველმა დანი კარვახალმა და მადრიდის რეალის მეკარემ ტიბო კურტუამ.


ოთხშაბათს, ტოლედოს მახლობლად, ურდასთან მომხდარ სარკინიგზო კატასტროფას სულ მცირე 30 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ოფიციალური ინფორმაციით, დაშავდა დაახლოებით 80 ადამიანი, რომელთაგან 50-ის მდგომარეობა მძიმეა.


ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ (RFEF) ესპანეთის თასის მატჩები გადადო.


თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ატლეტიკო
ტიბო კურტუა
დანი კარვახალი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ტრანსფერი დახურულია - რეალის ყოფილი ვარსკვლავი თბილისში ითამაშებს?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ტრანსფერი დახურულია - რეალის ყოფილი ვარსკვლავი თბილისში ითამაშებს?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: კერიკის მანჩესტერი ვერც ლიგაზე ბრწყინავს - მადრიდში ატლეტიკომ იმარჯვა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: კერიკის მანჩესტერი ვერც ლიგაზე ბრწყინავს - მადრიდში ატლეტიკომ იმარჯვა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

BREAKING: ტიბო კურტუა ელ კლასიკოს გამოტოვებს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

BREAKING: ტიბო კურტუა ელ კლასიკოს გამოტოვებს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბარსელონა ხულიან ალვარესის გამო დაჯარიმდა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბარსელონა ხულიან ალვარესის გამო დაჯარიმდა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

13 ოქტ, 2026

ტრანსფერი დახურულია - რეალის ყოფილი ვარსკვლავი თბილისში ითამაშებს?

News image

13 ოქტ, 2026

VIDEO: კერიკის მანჩესტერი ვერც ლიგაზე ბრწყინავს - მადრიდში ატლეტიკომ იმარჯვა

News image

25 ოქტ, 2026

BREAKING: ტიბო კურტუა ელ კლასიკოს გამოტოვებს

News image

27 ოქტ, 2026

ბარსელონა ხულიან ალვარესის გამო დაჯარიმდა

კომენტარები

ლინკის დაკოპირება