მადრიდის რეალი დღევანდელ ელ კლასიკოს დანაკლისით ხვდება.
როგორც იცით, თამაშს დისკვალიფიკაციის გამო ვინისიუს ჯუნიორი ტოვებს.
თუმცა, რამდენიმე წუთის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ შეხვედრას მადრიდული გრანდის ერთ-ერთი ლიდერი და კარის დარაჯი, ტიბო კურტუაც გამოტოვებს.
კლუბის განცხადებით, კურტუა გაციებულია და აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობის მიღება არ შეუძლია.
თამაში დღეს, 25 ოქტომბერს, თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.
კურტუას ამ სეზონში კლუბის ყველა მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მისი შემცვლელის, ანდრეი ლუნინის დებიუტი ამ სეზონში პირდაპირ კლასიკოში უნდა შედგეს.