რეალ მადრიდის ყოფილი კაპიტანი, დანი კარვახალი კარიერას მადრიდულ ხეტაფეში გააგრძელებს.
ინფორმაცია კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა და გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ 34 წლის მცველი ბაზაზე მივიდა და ახალ თანაგუნდელებს გაეცნო. მასთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გაფორმდება.
ესპანელი ვარსკვლავი ხეტაფეში საბა საზონოვის თანაგუნდელიც იქნება და არის შანსი, ორივე მათგანმა 26 ნოემბერს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ითამაშოს, როცა იბერია 1999 კონფერენს ლიგის მატჩს სწორედ მათ გუნდთან გამართავს.
დანი კარვახალმა რეალ მადრიდის მაისურით 451 მატჩი ჩაატარა და 27 ტიტული მოიგო. იგი 5-დან ერთ-ერთი ფეხბურთელია, ვისაც ჩემპიონთა ლიგა 6-ჯერ აქვს მოგებული - ტონი კროოსთან, ლუკა მოდრიჩთან, ნაჩო ფერნანდესთან და პაკო ხენტოსთან ერთად.
ლა ლიგის 8 ტურის შემდეგ ხეტაფეს 8 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-14 ადგილზეა. 19 ოქტომბერს დედაქალაქურ დერბიში გიორგი წიტაიშვილის რაიო ვალეკანოს მასპინძლობენ.