VIDEO: გურია გალიდერდა - რამდენმატჩიანი მოგებათა სერია აქვთ ლიგა 3-ში?
1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
გურია ლანჩხუთის სახით, საქართველოს ლიგა 3-ს ახალი ლიდერი ჰყავს.
გურულებმა იქამდე დაუმარცხებელი თბილისი 2025-ის 3-მატჩიანი მოუგებელი სერიით ისარგებლეს (2 ფრე, 1 წაგება) და პირველ ადგილზე გადაინაცვლეს.
აღსანიშნავია, რომ გურიას ზედიზედ 7 თამაში აქვს მოგებული, თანაც ყველა მათგანი მშრალი ანგარიშით - ჯამში თავად 25 გოლი შეაგდეს.
სტაბილური ფინანსური გარემოსა და გამართული შიდა სტრუქტურის ფონზე, ლანჩხუთელები მთელი სეზონის განმავლობაში თანმიმდევრულად თამაშობენ და ეროვნული ლიგა 2-ში დაწინაურებას სულ უფრო და უფრო უახლოვდებიან.
1. გურია (ლანჩხუთი) - 54 ქულა;
2. თბილისი 2025 (თბილისი) - 52 ქულა;
3. იბერია 1999 2 (თბილისი) - 42 ქულა;
4. მერანი (თბილისი) - 40 ქულა;
5. ვიტ ჯორჯია (თბილისი) - 38 ქულა;
6. გონიო (გონიო) - 38 ქულა;
7. ორბი (თბილისი) - 35 ქულა;
8. დიდუბე (თბილისი) - 34 ქულა.
ცნობისთვის, ეროვნული ლიგა 2-ის საგზურს საუკეთესო ორი გუნდი პირდაპირ მიიღებს, მესამე-მეოთხე ადგილზე გასულ გუნდებს კი მისი მოპოვების შანსი პლეი-ოფით ექნებათ.
გურიას მთავარი გამტანი ვეტერანი 37 წლის დათა სიჭინავაა, რომელმაც 17 გოლი შეაგდო, თორნიკე კაპანაძეს 11 გოლი აქვს, ხოლო კახა კახაბრიშვილმა თავი 8-ჯერ გამოიჩინა.
ჩემპიონატის 24-ე ტურში გურულებს მთავარ კონკურენტ თბილისი 2025-თან საშინაო მატჩი აქვთ - ევგრაფი შევარდნაძეზე შეხვედრა 16 ოქტომბრის 15:00 საათიდან გაიმართება.