გიორგი ჩაკვეტაძემ სერია A-ში ძირითადი შემადგენლობიდან პირველად ტორინოს წინააღმდეგ, ტურინში ითამაშა. მისმა უდინეზემ 1:2 წააგო.
მატჩის შემდეგ იტალიურმა გამოცემებმა მისი თამაში შეაფასეს - მთავარი აქცენტი იყო ის, რომ ჩაკვემ ახალ პოზიციაზე, ცრუ ცხრიანზე ითამაშა და გუნდის შეტევების განვითარებაში აქტიურად მონაწილეობდა.
"კარგი გამოსვლა ქართველისგან, განსაკუთრებით პირველ ტაიმში. მატჩის სტარტზე სწორედ მას ჰქონდა პირველი სახიფათო მომენტი. შემდგომში ჩაკვეტაძე მთელ შემტევ ფრონტზე დიდი თავისუფლებით, სიმსუბუქითა და ტექნიკური ოსტატობით მოქმედებდა. მეორე ტაიმში მისი თამაშის ტემპი შედარებით დაეცა", - წერს Eurosport Italia.
Sofascore-მა 7.1 შეფასება დაუწერა, Whoscored-მა - 6.8, ხოლო Flashscore-მა - 7.0. სამივეს ვერსიით, უდინელთა შორის მასზე მაღალი შეფასება მხოლოდ გოლის ავტორ იურგენ ეკელენგკამპსა და მცველ უმარ სოლეს ჰქონდათ.
VIDEO: გუნდში ერთ-ერთი გამორჩეული - რა შეფასებები მიიღო ჩაკვემ ტორინოსთან?