ქართველი მსაჯები უეფა-ს კონფერენს ლიგის მატჩს განსჯიან.
უეფა-ს გადაწყვეტილებით, ბელგიურ რეალ უნიონისა და ესპანურ სოსიედადს შორის გასამართი შეხვედრის არბიტრი გოგა კიკაჩეიშვილი იქნება - ასისტენტებად დავით ახვლედიანი და დავით გაბისონია იმუშავებენ, მეოთხე მსაჯი ბაქარ ბრეგაძე იქნება, ხოლო VAR-ის ასისტენტად ალეკო აფციაური იქნება წარმოდგენილი.
უნიონისა და სოსიედადის შეხვედრა 15 ოქტომბერს, ბელგიის ქალაქ ლევენში გაიმართება და ჩვენი დროით 20:45 საათიდან დაიწყება.
35 წლის კიკაჩეიშვილს ევროპა ლიგისა და კონფერენს ლიგის 3-3 თამაში აქვს განსჯილი, ასევე იმუშავა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებზე, სულ ბოლოს (29 სექტემბერს) ერთა ლიგაზე ბულგარეთისა და ესტონეთის შეხვედრის არბიტრი იყო.