VIDEO: ფერმინის დუბლი და ბარსელონას ქამბექი მეტროპოლიტანოზე
40 წთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ლა ლიგის მე-12 ტურში ბარსელონამ სტუმრად ატლეტიკო მადრიდი დაამარცხა.
შეხვედრა სტადიონ რიად ეირ მეტროპოლიტანოზე გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით 2:1 დასრულდა.
თამაში მასპინძელთა აქტიურობით დაიწყო, რასაც მე-10 წუთზე ჯოვანი სიმეონეს გოლი მოჰყვა, რომელმაც ხულიან ალვარესის პასით ისარგებლა და მადრიდელები დააწინაურა.
თუმცა, გოლის გაშვების შემდეგ ბარსამ ნელ-ნელა ინიციატივა ხელთ იგდო და წონასწორობა ტაიმის მიწურულს ფერმინ ლოპესმა აღადგინა.
გამარჯვების გოლიც ასევე ფერმინის ანგარიშზეა, რომელსაც ლამინ იამალმა ჩინებული პასით გაატანინა.
მიუხედავად იმისა, რომ გუნდი 66-ე წუთიდან აგებდა, ატლეტიკომ დარჩენილ დროში ღირებული ვერაფერი შექმნა და ბარსელონამ მატჩი მშვიდ გამარჯვებამდე მიიყვანა.
შედეგად, ბარსამ 33 ქულა დააგროვა და ცხრილში კვლავ ერთპიროვნულად გალიდერდა, ატლეტიკოს კი 28 ქულა დარჩა და გუნდი მეორედან მესამე პოზიციამდე ჩამოქვეითდა. მეორეს ამჟამად რეალი იკავებს 30 ქულით.