ბარსელონას შემტევმა, რაფინიამ, ასტონ ვილასთან მატჩის შემდეგ, ინტერვიუს დროს ფეხბურთზე საუბრის ნაცვლად ხესუს დე მიგელის ოჯახს მიუსამძიმრა და კლუბის სახელითაც მხარდაჭერა გამოხატა.
„დღეს ამ ინტერვიუში ფეხბურთზე საუბარი არ მინდა. მინდა, ხესუს დე მიგელის ოჯახს გამძლეობა ვუსურვო. მშვიდად განისვენოს.
ამ ამბის გაგება ძალიან მძიმე იყო. რთულია იმის გააზრება, რომ მსგავსი რამ შეიძლება შენც დაგემართოს. დღეს ფეხბურთზე სასაუბროდ შესაფერისი დღე არ არის.
მინდა, მის ოჯახს მხარდაჭერა გამოვუცხადო როგორც პირადად ჩემი, ისე კლუბის სახელით“, - განაცხადა რაფინიამ.
ტენერიფეს თავდამსხმელმა ხესუს დე მიგელმა ანდორასთან მატჩში მეტოქის მეკარესთან მძიმე შეჯახების შემდეგ გონება დაკარგა და საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მისი მდგომარეობა დამძიმდა და სამწუხაროდ, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.