-
Aa
+
ფონტის ზომა
ყველა ტურნირზე ზედიზედ 6 მატჩის მოგების შემდეგ მადრიდის რეალი წარმატებული სერიის გაგრძელებას საბერძნეთის დედაქალაქ ათენში შეეცდება.
ელ კლასიკოში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ ჟოზე მოურინიოს გუნდმა სანტანდერის რასინგთანაც დამაჯერებლად იმარჯვა და ჩემპიონთა ლიგაზე უდანაკარგო სვლის გაგრძელებისთვის აეკთანაც მოსაგებად ითამაშებს.
რეალმა პირველ ტურებში ინტერი, რომა და ლაიფციგი დაამარცხა და ამ მომენტისთვის იმ 4 გუნდს შორისაა, რომელთაც იდეალური შედეგი აქვთ.
პირველ ტურში ლასკთან მომგებმა აეკმა კი შემდეგ მატჩებში დონეცკის შახტართან და მანჩესტერ სიტისთან წააგო, რეალთან შეხვედრას კი ბერძნები პაოკთან და პანათინაიკოსთან მარცხებით ხვდებიან.
სავარაუდო შემადგენლობები
აეკი: ბრინიოლი; როტა, მუკუდი, რელვაში, პილიოსი; მაიერი, მარინი, ვიტალისი, კოიტა; ვარგა, იოვიჩი.
რეალი: კურტუა; დუმფრისი, რუდიგერი, ჰაუსენი, კარერასი; კამავინგა, ბერნარდუ სილვა; ბრაჰიმი, ბელინგემი, ვინისიუსი; მბაპე.
კიდევ ერთი 3-დან 3 მატჩის მომგები გუნდი ლივერპულის სახით სტამბოლს ეწვევა, სადაც მოგების გარეშე მყოფ ფენერბაჰჩეს (2 ფრე, 1 წაგება) დაუპირისპირდება.
მერსისაიდელებმა ატლეტიკო, ლასკი და ვილიარეალი დაამარცხეს და რეალის მსგავსად მათაც იდეალური შედეგი აქვთ.
ანდონი ირაოლას გუნდმა პრემიერ ლიგის გასულ ტურში არსენალთან 1-0 წააგო, თუმცა მანამდე ლიგის თასიდან ჩელსი გამოაგდო, სადაც თავი გიორგი მამარდაშვილმაც გამოიჩინა.
რაც შეეხება ფენერბაჰჩეს, თურქეთის ჩემპიონატში გუნდმა ჯერ დერბიში გალათასარაისთან წააგო, შემდეგ კი გიოზთეფესთანაც დამარცხდა.
სავარაუდო შემადგენლობები
ფენერბაჰჩე: ედერსონი; ნელსონ სემედუ, შკრინიარი, ბრაუნი, მერჯანი; გენდუზი, კანტე; გრინვუდი, ქერემ აქთურქოღლუ, ოღუზ აიდინი; მურიქი.
ლივერპული: ალისონ ბეკერი; სობოსლაი, ჟაკე, ვან დეიკი, ციმიკასი; გრავენბერხი, მაკ ალისტერი; მუნიოსი, ვირცი, ბარკოლა; ისაკი.
თუ რეალისგან და ლივერპულისგან ჩემპიონთა ლიგაზე 3-დან 3 მატჩის მოგება არ გვიკვირს, ბეტისი ამ კატეგორიაში შეიძლება არ გადიოდეს.
ანდალუსიელებმა ევროპული სეზონი იდეალურად დაიწყეს და ლილთან, პორტუსთან და ფეიენოორდთან მოპოვებული გამარჯვებების შემდეგ სერიის გაგრძელებას დორტმუნდში შეეცდებიან.
თავის მხრივ ბორუსია, რომელმაც ვილიარეალთან და საბაჰთან იმარჯვა, ხოლო ნორვეგიაში ბოდო/გლიმტთან დამარცხდა, ბეტისის იდეალური სერიის დასრულებისთვის ითამაშებს.
გერმანული გუნდი ბუნდესლიგაში ბაიერნთან ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ მოდის, რომლის წყალობითაც ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მიუნხენელებთან ერთად თანაბარი ქულებით პირველ და მეორე ადგილებს იყოფს.
სავარაუდო შემადგენლობები
დორტმუნდი: კობელი; გადუ, ანტონი, შლოტერბეკი; რიერსონი, ვეერმანი, ნმეჩა, სვენსონი; ბელინგემი; ფაბიო სილვა, გირასი.
ბეტისი: ალვარო ვალიესი; ექტორ ბელერინი, მარკ ბარტრა, ნატანი, ფრან გარსია; პაბლო ფორნალსი, მარკ როკა; ანტონი, ისკო, აბდე ეზალზული; პაროტი.
სლოვან ბრატისლავასთან ერთად პორტუ ერთადერთი გუნდია, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ქულა არ აქვს, ამის გამოსწორებას კი პორტუგალიელები ნაპოლისთან ეცდებიან.
თავის მხრივ მასიმილიანო ალეგრის გუნდმაც არსენალთან და ვილიარეალთან წაგებების შემდეგ პირველი გამარჯვების მოპოვება ბოდო/გლიმტთან შეძლო, თუმცა პორტუსთან მატჩს იუვენტუსთან მარცხით ხვდება.
სავარაუდო შემადგენლობები
პორტუ: დიოგუ კოშტა; ალბერტო კოშტა, ბედნარეკი, კივიორი, მარტიმ ფერნანდეში; როსარიო, გაბრიელ ვეიგა, ფროჰოლდტი, პეპე, ანდრე სილვა, საინსი.
ნაპოლი: მერეტი; ბუკემა, რაფა მარინი, რაჰმანი; ანგისა, გილმორი, მაკტომინეი, ვერგარა; პოლიტანო, ჰოილუნდი, ლანგი.
ყველა ტურნირზე 5-მატჩიანი მოგებათა სერიის მქონე კომო წარმატებული სვლის გაგრძელებას ლანსთან შეეცდება, რომელმაც პირველ ტურში სლავიასთან მოგების შემდეგ სპორტინგთან და ბრიუგესთან ორივე მატჩი მშრალზე წააგო.
სესკ ფაბრეგასის გუნდმა ჩემპიონთა ლიგის წინა ტურში მანჩესტერ იუნაიტედთან ხმაურიანი გამარჯვება მოიპოვა და ლანსთან მოგების შემთხვევაში ევროტურნირებზე ისტორიულ სადებიუტო სეზონში პლეიოფში გასვლისკენ დიდ ნაბიჯს გადადგამს.
სავარაუდო შემადგენლობები
ლანსი: რისერი; აგილარი, ბაიდუ, ანტონიო; აბდულჰამიდი, აიდარა, კუიზანსი, უდოლი; ტოვენი, აზარი; ივანოვიჩი.
კომო: ბუტე; იან კოუტუ, რამონი, კემპფი, ალექს ვალიე; პერონე, მილა; და კუნია, ნიკო პასი, ბატურინა; დუვიკასი.
ბენილუქსურ დაპირისპირებაში ნიდერლანდური პსვ ბელგიურ ბრიუგეს უმასპინძლებს.
პსვ-ს შახტართან, ლაიფციგთან და პორტუსთან მატჩების შემდეგ 4 ქულა აქვს, ბრიუგემ კი ასტონ ვილასთან, ინტერთან და ლანსთან ჯამში 6 ქულა მოიპოვა.
ორივე გუნდი ამ მატჩს კარგ ხასიათზე ხვდება. ეინდჰოვენელებმა ჩემპიონატში ვილემ II 7-0 გაანადგურეს, ბრიუგეს კი ყველა ტურნირზე ჯამში 8-მატჩიანი მოგებათა სერია აქვს და ბელგიის ჩემპიონატს ლიდერობს.
სავარაუდო შემადგენლობები
პსვ: კოვარჟი; დესტი, გერტრუიდა, ობისპო, კოსტიჩი; მაურო ჟუნიორი, სანო, მაინანსი; პერიშიჩი, ტილი, ვან ბომელი.
ბრიუგე: ზომერი; საბე, სპილერსი, მეხელე, სეისი; კარლოს ფორბსი, ვეტლესენი, პოტსი, ვანაკენი, ვირჯილი; ტრესოლდი.
ჩემპიონთა ლიგის წინა ტურში რეალთან 4-1 მარცხის შემდეგ ლაიფციგმა გერმანიაში ზედიზედ 3 მატჩი მოიგო, ახლა კი მანჩესტერ სიტის შეხვდება, რომელმაც ბრაიტონთან ზედიზედ 2-ჯერ ითამაშა.
ქალაქელებმა თოლიებს ლიგის თასზე პენალტების სერიაში მოუგეს, პრემიერ ლიგაში კი დამარცხდნენ და ლიდერ არსენალს 3 ქულით ჩამორჩნენ.
სავარაუდო შემადგენლობები
ლაიფციგი: ვანდევორდტი; ბაკუ, ორბანი, ლუკება, რაუმი; ელ აინაუი; ბანზუზი, ბაუმგარტნერი; გრუდა, რომულო კარდოზო, ნუსა.
სიტი: დონარუმა; ხუსანოვი, გეჰი, რუბენ დიაში, გვარდიოლი; ანდერსონი, ფერნანდესი; ფოდენი, შერკი, დოკუ; ჰოლანდი.
ჩემპიონთა ლიგის ამ სეზონში მოგების გარეშე მყოფი სლავია პრაღაში დაუმარცხებელ არსენალს მიიღებს.
ლანსთან და საბაჰთან წაგებების შემდეგ ჩეხებმა ქულა ფენერბაჰჩესთან მოიპოვეს, ლონდონელებმა კი ნაპოლი და ლილი დაამარცხეს, ხოლო ბაიერნთან ქულა მოიპოვეს.
პრემიერ ლიგაში ერთპიროვნულად გალიდერებული არსენალი სლავიასთან დაგეგმილი 3 ქულის აღებას შეეცდება.
სავარაუდო შემადგენლობები
სლავია: დომჩაკი; ჰოლეში, ზიმა, ხალოუპეკი; ვლჩეკი, სადილეკი, მოზესი, კუბიაკი; აიაოსი, სულეიმანი; ნოვაკი.
არსენალი: რაია; ტიმბერი, კონსა, გაბრიელი, კალაფიორი; რაისი, გიმარაეში, ოდეგორი; მადუეკე, ჰავერცი, ცოლისი.
ჩემპიონთა ლიგის 2 დებიუტანტი გუნდი ნორვეგიაში ერთმანეთს დაუპირისპირდება.
მიუნხენის ბაიერნთან პირველი ისტორიული ქულის ამღები ვიკინგი უკვე შეეცდება ისტორიული გამარჯვებაც მოიპოვოს და ასევე დებიუტანტ საბაჰს აჯობოს, რომელმაც პირველი 3 ქულა აქტივში უკვე ჩაიწერა.
თავის მხრივ აზერბაიჯანული გუნდი მხოლოდ სლავიასთან მოპოვებული გამარჯვებით დაკმაყოფილებას არ აპირებს და ვიკინგთან მოსაგებადაც იბრძოლებს.
სავარაუდო შემადგენლობები
ვიკინგი: ესტბე; ჰეგჰეიმი, სტენსნესი, ფალხენერი, კრისტოფერ ჰაუგენი; ბიორდალი, ბელი, ასკილდსენი; კრისტიანსენი, ბოტეიმი, ტრიპიჩი.
საბაჰი: პოკატილოვი; ზედადკა, სოლვე, დაშდამიროვი, პუხაჩი; რახმონალიევი, ლეპინიიცა, ხაიბულაევი; პარისი, მიკელსი, ნვაჩუკვუ.

თაზო ჩარკვიანი
კომენტარები