ამ მატჩში ლუის ენრიკეს ტრავმირებული ლიდერები - ხვიჩა კვარაცხელია და უსმან დემბელე გამოაკლდნენ, თუმცა მიუხედავად ამისა, პარიზელებმა მაინც სეირნობით მოიგეს.
გზად პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგის რეკორდი დაამყარეს და ოთხი უპასუხო გოლის გატანა სულ რაღაც შვიდ წუთში მოახერხეს.
ვილიარეალის ქართველმა ფორვარდმა გიორგი მიქაუტაძემ მატჩი თადარიგში დაიწყო და მოედანზე 63-ე წუთზე გამოჩნდა, როცა სტუმრები უკვე 5:0-ს იგებდნენ.
ჩემპიონთა ლიგის ბოლო ორი წლის გამარჯვებული უდანაკარგო სვლას აგრძელებს და 12 ქულით ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს.