VIDEO: რაფინიას მორიგი დუბლი და ბარსელონას კიდევ ერთი განადგურებული მეტოქე
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურში ბარსელონამ შინ ასტონ ვილა გაანადგურა.
კამპ ნოუზე გამართული დაპირისპირება კატალონიელებმა 3:0 მოიგეს.
გოლების გატანა ლამინ იამალმა და რაფინიამ (დუბლი) მოახერხეს და ბარსელონას 4 მატჩში მესამე გამარჯვება მოუტანეს.
ერთადერთი ფეხის დაცდენა, რომელიც ბარსას მოუვიდა - პსჟ-სთან გასვლითი მატჩია, რომელშიც გუნდი 2:4 დამარცხდა.
ამ მატჩის შემდეგ ბარსელონა 9 ქულით მე-2 ადგილს მინიმუმ ხვალინდელ მატჩამდე იკავებს, ასტონ ვილამ კი პირველი ქულები დაკარგა და ასევე 9 ქულით მესამე პოზიციაზეა.