VIDEO: ბაიერნი მადრიდიდან დამსახურებული სამი ქულით ბრუნდება
1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურში ბაიერნმა სტუმრად მადრიდის ატლეტიკო დაამარცხა.
მეტროპოლიტანოზე გამართული შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით 2:0 დასრულდა.
პირველ ტაიმში ბაიერნმა სათამაშო უპირატესობის მიუხედავად დაწინაურება ვერ შეძლო, თუმცა მეორე ნახევარში იპოვნა ობლაკის კარის გასაღები და ლენარტ კარლისა და კონრად ლაიმერის გოლებით დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.
ბაიერნმა 8 ქულა დააგროვა და მე-8 ადგილზეა, ატლეტიკოს კი 4 ქულა დარჩა და გუნდი ამჟამად 22-ზეა.