ჟოზე მოურინიომ გადაწყვიტა, რომ პსჟ-ის მსგავსი გეგმა დანერგოს.
მწვრთნელმა ფეხბურთელების შუა სეზონში დასვენება გადაწყვიტა.
Marca-ს ცნობით, ეს არის დატვირთვებისა და დასვენების მართვის კომპლექსური გეგმა, რომელიც მხოლოდ მატჩების დროს როტაციას არ გულისხმობს.
ის ასევე მოიცავს დამატებით დასვენების დღეებს და სპეციალურ ზომებს, რათა ფეხბურთელებმა შეძლონ გონებრივი განტვირთვა, აღდგენა და ძალების მოკრება.
აღნიშნული გეგმით უკვე ისარგებლეს არდა გიულერმა და ორელიენ ჩუამენიმ (აეკ-ის წინააღმდეგ მატჩში), სამომავლოდ კი ეს მიდგომა სხვა მოთამაშეებზეც გავრცელდება.