კომომ ჩემპიონთა ლიგის ისტორია დაწერა.
იტალიური კლუბი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში მხოლოდ მე-2 გუნდი გახდა, რომელმაც ერთ მატჩში 9 გოლის გატანა მოახერხა. შეგახსენებთ, რომ კომო ტურნირზე სადებიუტო სეზონს ატარებს.
კომო პირველი გუნდია 1971 წლის სექტემბრის შემდეგ, რომელმაც ევროპის ჩემპიონთა თასის/ჩემპიონთა ლიგის გასვლით მატჩში 9 გოლი გაიტანა. ბოლოს ეს ფეიენოორდმა მოახერხა, როდესაც ნიქოზიის ოლიმპიაკოსი სტუმრად 9:0 დაამარცხა.
ასევე კომო პირველი იტალიური გუნდია, რომელმაც ევროპის ჩემპიონთა თასის/უეფას ჩემპიონთა ლიგის გასვლით მატჩში მინიმუმ 7 გოლი გაიტანა.
ამასთან, კომო ისტორიაში პირველი იტალიური გუნდია, რომელმაც ევროტურნირების ერთ მატჩში 9 გოლის გატანა მოახერხა.
სესკ ფაბრეგასის გუნდმა ლანსი გასვლაზე 1:9 დაამარცხა. იტალიელთა მხრიდან გოლები დუვიკასმა (3), ნიკო პასმა, და კუნიამ, კემპფმა, ლიბერალიმ, ბატურინამ და პაპაჩიოლიმ გაიტანეს.
ჩემპიონთა ლიგის ლიგის ფაზის შუაში დებიუტანტი კომო სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილს იკავებს და მხოლოდ პსჟ-ს, მადრიდის რეალსა და არსენალს ჩამორჩება.