მადრიდის რეალმა ესპანეთის სუპერთასის განაცხადი გამოაქვეყნა.
საუდის არაბეთში გუნდთან ერთად კილიან მბაპე არ გაემგზავრება, რომელიც მუხლის იოგების დაჭიმულობის მკურნალობას მადრიდში გააგრძელებს.
სამაგიეროდ, განაცხადში დაბრუნდნენ ტრავმირებული მცველები: ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი და დანი კარვახალი. ასევე, მცირე პაუზის შემდეგ მოედანზე გასვლის შესაძლებლობა ექნება დინ ჰაუსენსაც.
რეალის სრული განაცხადი ასე გამოიყურება:
მეკარეები: კურტუა, ლუნინი, ფრან გონსალესი
მცველები: კარვახალი, ალაბა, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი, ასენსიო, ალვარო კარერასი, ფრან გარსია, რუდიგერი, ფერლან მენდი, დინ ჰაუსენი, დანი ხიმენესი
ნახევარმცველები: ბელინგემი, კამავინგა, ვალვერდე, ჩუამენი, არდა გიულერი, დანი სებალიოსი, ტიაგო
თავდამსხმელები: ვინისიუს ჟუნიორი, როდრიგო, გონსალო, ფრანკო მასტანტუონო.