-
Aa
+
ფონტის ზომა
მსოფლიო ჩემპიონატი არის სცენა, სადაც იბადებიან ლეგენდები და იწერება საფეხბურთო ისტორია. გამოცემა GOAL-მა შეასრულა ურთულესი მისია და შეადგინა მუნდიალების ისტორიაში 10 საუკეთესო ფეხბურთელის რეიტინგი.
გთავაზობთ მსოფლიო ჩემპიონატების ყველა დროის საუკეთესო ათეულს:
სტატისტიკა მუნდიალზე: 24 მატჩი, 16 გოლი
მიღწევები: მსოფლიო ჩემპიონი (2014), ოქროს ბუცი (2006).
კლუბებში საშუალო დონის ფორვარდი, ნაკრებში ნამდვილ მანქანად იქცეოდა. იგი მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია 16 გოლით (ამჟამად რეკორდს მესისთან იყოფს). გერმანიის ნაკრებს ზედიზედ ოთხი მუნდიალის ნახევარფინალში უწინამძღოლა და კარიერა 2014 წელს, ჩემპიონობით დაასრულა. კლოზეს გოლის გატანის უნიკალური ალღო ჰქონდა - გერმანიას არასდროს წაუგია მატჩი, რომელშიც მას გოლი გაჰქონდა.
სტატისტიკა მუნდიალზე: 12 მატჩი, 5 გოლი
მიღწევები: მსოფლიო ჩემპიონი (1998), ვერცხლის პრიზიორი და ტურნირის ოქროს ბურთი (2006).
ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ელეგანტური და ამავდროულად ფეთქებადი გენიოსი. 1998 წლის საშინაო მუნდიალის ფინალში ბრაზილიას ორი გოლი გაუტანა და საფრანგეთს პირველი ტიტული მოუტანა. 2006 წელს ნაკრებში დაბრუნდა, გუნდი ფინალში მარტომ ათრია, თუმცა მარკო მატერაცისთან ცნობილი ინციდენტისა და თავით დარტყმის გამო წითელი ბარათი მიიღო, რაც მისი კარიერის დრამატულ წერტილად იქცა.
სტატისტიკა მუნდიალზე: 15 მატჩი, 14 გოლი
მიღწევები: მსოფლიო ჩემპიონი (2018), ვერცხლის პრიზიორი და ოქროს ბუცი (2022).
მიუხედავად იმისა, რომ სულ რაღაც 27 წლისაა, მბაპე უკვე მსოფლიო ჩემპიონატების ცოცხალი ლეგენდაა. 2018 წელს, 19 წლის ასაკში, გახდა პირველი თინეიჯერი პელეს შემდეგ, ვინც ფინალში გოლი გაიტანა. 2022 წელს არგენტინასთან ფინალში ჰეთ-თრიკი შეასრულა, ხოლო მიმდინარე 2026 წლის მუნდიალზე სენეგალთან დუბლით უკვე 14 გოლამდეავიდა და ყველა დროის ბომბარდირთა სიაში მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა.
სტატისტიკა მუნდიალზე: 13 მატჩი, 14 გოლი
მიღწევები: მსოფლიო ჩემპიონი (1974), ბრინჯაოს პრიზიორი და ოქროს ბუცი (1970).
ფეხბურთის ისტორიაში საჯარიმოს უდიდესი მტაცებელი. მიულერს ნაკრებში ფენომენალური სტატისტიკა ჰქონდა (62 მატჩში 69 გოლი). ორ მუნდიალზე მან 14 გოლის გატანა მოახერხა. მისი კარიერის მწვერვალი 1974 წლის საშინაო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ნიდერლანდების ნაკრების კარში გატანილი გამარჯვების გოლი გახდა, რომელმაც გერმანიას ოქროს მედლები მოუტანა.
სტატისტიკა მუნდიალზე: 20 მატჩი, 1 გოლი
მიღწევები: ორგზის მსოფლიო ჩემპიონი (1994, 2002), ვერცხლის პრიზიორი (1998).
ფეხბურთის ისტორიაში ერთადერთი მოთამაშე, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის სამ ზედიზედ ფინალში ითამაშა (1994, 1998, 2002). კაფუმ შეცვალა წარმოდგენა ფლანგის მცველის პოზიციაზე - ის მოედანზე დაუღალავად დარბოდა და ერთნაირად ეფექტური იყო როგორც დაცვაში, ისე შეტევაში. 2002 წელს, როგორც გუნდის კაპიტანმა, ბრაზილიას მეხუთე მსოფლიო თასი მოაგებინა.
სტატისტიკა მუნდიალზე: 18 მატჩი, 5 გოლი
მიღწევები: მსოფლიო ჩემპიონი (1974), ვერცხლის (1966) და ბრინჯაოს (1970) პრიზიორი.
კაიზერი - ფეხბურთელი, რომელმაც შექმნა და ათამაშა თავისუფალი მცველის პოზიცია. 1970 წლის მუნდიალზე, იტალიასთან „საუკუნის მატჩში“, მოტეხილი ლავიწით, აკრული ხელით ბოლომდე იბრძოლა, რადგან გუნდს ცვლილებები აღარ ჰქონდა. 1974 წელს კი, როგორც კაპიტანმა, იოჰან კრუიფის „ტოტალური ფეხბურთის“ ნიდერლანდები დაამარცხა და თასი აღმართა.
სტატისტიკა მუნდიალზე: 19 მატჩი, 15 გოლი
მიღწევები: ორგზის მსოფლიო ჩემპიონი (1994, 2002), ვერცხლის პრიზიორი და ტურნირის საუკეთესო მოთამაშე (1998).
ფენომენი 1998 წელს მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, თუმცა ფინალის წინ საიდუმლო ჯანმრთელობის გართულების (კრუნჩხვების) გამო, ფრანგებთან გადამწყვეტი მატჩი ჩააგდო. მისი ნამდვილი ტრიუმფი 2002 წელს შედგა: მძიმე ტრავმების შემდეგ დაბრუნებულმა 9 ნომერმა ტურნირზე 8 გოლი გაიტანა, მათ შორის დუბლი გერმანიასთან ფინალში, რითაც სრული რეაბილიტაცია მოახდინა.
სტატისტიკა მუნდიალზე: 21 მატჩი, 8 გოლი
მიღწევები: მსოფლიო ჩემპიონი (1986), ვერცხლის პრიზიორი (1990).
არავის უმართავს და უდომინირებია ერთ კონკრეტულ მუნდიალზე ისე, როგორც დიეგომ 1986 წელს მექსიკაში. არგენტინის 14 გოლიდან 10-ში მან პირდაპირი მონაწილეობა მიიღო. ინგლისთან მეოთხედფინალში მან შექმნა ისტორია: ჯერ გაიტანა სკანდალური გოლი „ღმერთის ხელით“, ხოლო 4 წუთის შემდეგ - „საუკუნის გოლი“, როცა საკუთარი ნახევრიდან მთელი ინგლისის ნაკრები მოატყუა.
სტატისტიკა მუნდიალზე: 26 მატჩი, 16 გოლი
მიღწევები: მსოფლიო ჩემპიონი (2022), ვერცხლის პრიზიორი (2014), ორგზის ტურნირის ოქროს ბურთი (2014, 2022).
წლების განმავლობაში მესის სიდიადეს მსოფლიო თასის არქონის გამო აკრიტიკებდნენ. 2022 წელს, ყატარში, 35 წლის ასაკში მან საოცრება ჩაიდინა: გახდა პირველი ფეხბურთელი, ვინც მუნდიალის ყველა ეტაპზე (ჯგუფი, 1/8 ფინალი, 1/4 ფინალი, ნახევარფინალი და ფინალი) გოლი გაიტანა. მიმდინარე 2026 წლის მუნდიალზე ის უკვე მექვიესედ თამაშობს და კლოზეს ბომბარდირულ რეკორდსაც გაუთანაბრდა.
სტატისტიკა მუნდიალზე: 14 მატჩი, 12 გოლი
მიღწევები: სამგზის მსოფლიო ჩემპიონი (1958, 1962, 1970).
ფეხბურთის მეფე ერთადერთი მოთამაშეა ისტორიაში, ვინც მსოფლიო თასი სამჯერ მოიგო. 1958 წელს, სულ რაღაც 17 წლის ასაკში, პლეი-ოფში ჰეთ-თრიკი შეასრულა საფრანგეთთან, ხოლო ფინალში დუბლით შვედეთი გაანადგურა. 1970 წელს, მექსიკაში, მან სათავეში ჩაუდგა ყველა დროის საუკეთესო ბრაზილიის ნაკრებს და ფინალში იტალიის განადგურებით (4:1) თავისი საფეხბურთო შედევრი დაასრულა.

თამარ თაბუკაშვილი
კომენტარები

