ფიფამ განაცხადა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელ 3 ქვეყანაში პირველი მატჩების წინ გასართობი ღონისძიებები გაიმართება.
12 ივნისს კალიფორნიის ინგლვუდში, SoFi Stadium-ზე, აშშ-ში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის პირველი მატჩის წინ, პროგრამას კეტი პერი შეასრულებს.
აშშ-ისა და პარაგვაის შეხვედრამდე ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებენ რეპერები Future, ლიზა და ტაილა, მომღერალი ანიტა, რეპერი რემა და დიჯეი სანჯოი.
ტურნირის გახსნით მატჩამდე - მექსიკასა და სამხრეთ აფრიკას შორის, რომელიც 11 ივნისს მეხიკოს აცტეკას სტადიონზე გაიმართება - ღონისძიებაში ტაილასთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ მომღერლები ალეხანდრო ფერნანდესი, დენი ოუშენი, ლილა დაუნსი, ბელინდა და ჯეი ბალვინი, ასევე ჯგუფები Los Ángeles Azules და Maná.
კანადის გახსნით მატჩამდე, ბოსნია და ჰერცეგოვინასთან, რომელიც ტორონტოს BMO Field-ზე გაიმართება, მაყურებლის წინაშე წარდგებიან მომღერლები ალანის მორისეტი, მაიკლ ბაბლი, ალესია კარა, ჯესი რეიესი, ნორა ფატეჰი, უილიამ პრინცი, ელიანა, ვეჯედრიმი და ასევე დიჯეი სანჯოი.
ცერემონიები მატჩების დაწყებამდე 90 წუთით ადრეა დაგეგმილი.