VIDEO: შეხვედრა თეთრ სახლში - თოფურიასა და ტრამპის დიალოგი
1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ილია თოფურია, ალექს პერეირა, ჯასტინ გეიჯი და სირილ განი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში შეხვდნენ.
ქართველმა მებრძოლმა დონალდ ტრამპს ჰკითხა, რატომ მისცა მის მეგობარ ჯასტინ გეიჯის ყველაზე რთული ბრძოლა.
ილია: „რატომ გინდათ, რომ თქვენს მეგობარს ყველაზე რთული გამოცდა მისცეთ?“
გეიჯი: „იმიტომ, რომ მან იცის - სწორედ ეს მინდა.“
ტრამპი: „მე მინდა ყველაზე რთული გამოცდა მივცე, სწორია. გამარჯვების რა შანსები გაქვს?“
ილია: „სრული რწმენა მაქვს, 100%-ით და იმედი მაქვს, რომ გეიჯისაც იგივე რწმენა აქვს.“
თოფურიამ ტრამპს ასევე მადლობა გადაუხადა:
მადლობა, რომ მოგვცით შესაძლებლობა, ასეთი ისტორიული მოვლენის ნაწილი გავმხდარიყავით. ეს დღე დაუვიწყარი იყო და ეს გამოცდილება მთელი ცხოვრება მემახსოვრება.
ოვალურ კაბინეტში ყოფნა ისეთი რამ იყო, რასაც ვერასდროს წარმოვიდგენდი. ასევე უნდა ვთქვა, რომ არასდროს მიფიქრია, თუ ასეთი კეთილი იქნებოდით. რაც შეეხება გამარჯვების შანსებს, საკუთარ თავში სრული რწმენა მაქვს.“
UFC-ის ღონისძიება თეთრ სახლში 15 ივნისს გაიმართება, რომლის მთავარ ბრძოლაში ერთმანეთს სწორედ ილია თოფურია და ჯასტინ გეიჯი დაუპირისპიდებიან.