არგენტინის ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ტოტენჰემის ახალი ცენტრალური მცველი მარკოს სენესი ბოლო მომენტში ალბისელესტეს განაცხადში მოხვდა.
სენესი ნაკრებში ლეო ბალერდის შეცვლის მიზნით გამოიძახეს, რადგან მარსელის მცველმა ვარჯიშზე ტრავმა მიიღო და მსოფლიო ჩემპიონატს გამოეთიშა.
ჯერ კიდევ გუშინ არსებობდა ვარაუდი, რომ არგენტინა დაცვაში მცველის ნაცვლად შეტევას გააძლიერებდა, თუმცა საბოლოოდ არჩევანი სენესიზე შეჩერდა, რაც, სავარაუდოდ, როგორც ფეხბურთელისთვის, ისე ნაკრებისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებაა.
დიდი ალბათობით, სენესი ამჟამად კანზას სიტისკენ მიემგზავრება, რათა თანაგუნდელებს შეუერთდეს.
არგენტინა J ჯგუფში ალჟირთან, ავსტრიასა და იორდანიასთან ერთად მოხვდა. ალბისელესტე ზედიზედ მეორე მსოფლიო ჩემპიონატის მოგებისთვის იბრძოლებს
არგენტინა მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობას 17 ივნისს კანზას სიტის ეროჰედ სტედიუმზე ალჟირის წინააღმდეგ მატჩით დაიწყებს.
მოქმედი ჩემპიონები დაირაზმნენ - არგენტინის ნაკრების განაცხადი მუნდიალისთვის