• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
მზადების პროცესზე, წონის კლებაზე, ო'მალიზე - ინტერვიუ დვალიშვილის მწვრთნელთან
ქართულიქართული
UFCUFC

მზადების პროცესზე, წონის კლებაზე, ო'მალიზე - ინტერვიუ დვალიშვილის მწვრთნელთან

05 ივნ, 2025 · 0 წთ წასაკითხად

ლინკის დაკოპირება

-

Aa

+

ფონტის ზომა

UFC 316-ის წინ გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს მერაბ დვალიშვილის მწვრთნელ ჯონ ვუდთან.


- როგორ ჩაიარა მერაბის მზადების პროცესმა? კმაყოფილი ხართ?


- შესანიშნავი კემპი იყო, ასე თუ ისე ტრავმების გარეშე ჩაიარა, არაფერი სერიოზული. ბოლო რამდენიმე დაზიანება მძიმე აღმოჩნდა, ინფექციები და ასე შემდეგ, მაგრამ უშუალოდ ვარჯიში დიდებული იყო. 


მან აშკარად აწია მისი დონე. ის ამ სავარჯიშო კემპზე გაუმჯობესდა. უკეთ მოძრაობს, ფეხების მუშაობაც უკეთესია, უკეთეს კონდიციებშია და უფრო აგრესიულია. ბრწყინვალე კემპი გამოვიდა


- როგორ მიდის წონის კლების პროცესი?


- წონის დაკლება მერაბისთვის ყოველთვის ყველაზე რთული და ნაკლებად საყვარელი ნაწილია. მას ეს სძულს. ამის სიძულვილში მერაბს რეკორდი ეკუთვნის. ის ამას ძველებურ სტილში აკეთებს. სჯერა, რომ არის ტანჯვის რაღაც დონე, რასაც აუცილებლად უნდა მიაღწიოს და ეს ყოველთვის
მუშაობს.


მაგრამ ჩვენ ვცდილობთ, რამე უკეთესი გზა ვიპოვოთ და ამაზე ვადაპტირდეთ და იმედია ის მიესალმება ამ კემპზე ახალ ხერხებს, თუმცა ამ წამს წონა იდეალურია. იმაზე დაბალ წონაზეც კია, ვიდრე ზოგადადაა, ამიტომ ცუდი არ უნდა იყოს. ის ამას ყოველთვის ახერხებს. ცირე ეჭვიც კი არ არის წონის ჩაბარებაზე, უბრალოდ ვიმედოვნებთ რომ შედარებით გაუმარტივდება.


- თქვენი აზრით, რამდენად განსხვავებული იქნება შონ ო'მალი პირველ ბრძოლასთან შედარებით?


- არა მგონია ო'მალი შეცვლილი იყოს. შეიძლება უკეთეს ფორმაში იყოს, რადგან აქამდე განაცხადა, რომ ჰქონდა ტრავმები, გაიკეთა ოპერაცია და ასე შემდეგ. ვფიქრობ, მერაბთან ბრძოლის შემდეგ მიიღო გარკვეული გამოცდილება და ეცდება თავის დაცვასა და კონტრშეტევებზე დაჭერას, რაც წინა შემთხვევაში არ გამოუვიდა. ჩემი აზრით, მერაბის წინააღმდეგ მომზადების გზა არ არსებობს. 


ვერცერთ ჯიმში ვერ იპოვი ვერავის, ვინც მერაბს გაუმკლავდება და ვინც იზამს იგივეს, რასაც მერაბი აკეთებს 5 რაუდნის განმავლობაში. ის შენზე ზეწოლას მოახდენს. ძალიან მალე გაგტეხავს, და თუ ეს ვერ მოახერხა, მხოლოდ იმიტომ, რომ შენ გაურბოდი. თუმცა ბრძოლას ამ შემთხვევაშიც წააგებ. 


თუ ჩვენთან მოხვალ, დაგაგდებს, გცემს. თუ გაიქცევი, დაგედევნება. შენ დაიღლები და ის გაგანადგურებს. შესაბამისად, ვფიქრობ რაღაც ასპექტებში უფრო რთული ბრძოლა გამოვა, თუმცა შედეგი - ზუსტად იგივე.


- ჩანს, რომ ო'მალიმ მერაბთან მიმართებით დამოკიდებულება შეცვალა - წინა შემთხვევისგან განსხვავებით ის უფრო ჩუმია და პროვოკაციას არ ცდილობს. ფიქრობთ, რომ ეს სტრატეგიის ნაწილია?


- რა თქმა უნდა, ეს სტრატეგიული მიდგომაა. რას გააკეთებ? ის 5 რაუნდის განმავლობაში გცემს თქვენს პირველ ბრძოლაში, ამის შემდეგ არ გაქვს უფლება ის თქვა რასაც ამბობ. ვერ გამოხვალ და იტყვი, “ამას გავაკეთებ და იმას გავაკეთებ”, რადგან ეს უკვე გითქვამს და არ შეგისრულებია. ასე რომ, სჯობს თავმდაბალი მიდგომა აირჩიო. 


ახლა შეიძლება ისინი ფიქრობენ, რომ არ უნდა გააბრაზონ მერაბი, კარგად და თბილად ისაუბრონ მასზე. მაგრამ მე მერაბს ამაზე ვესაუბრე და არ აქვს მნიშვნელობა რას ლაპარაკობენ ისინი, ავად თუ თბილად, არ გვაინტერესებს. ჩვენ იქ მივდივართ, რომ საქმე გავაკეთოთ. ბრძოლის შემდეგ შეგიძლია ემეგობრო. შეგიძლია ბრძოლამდე თავაზიანი იყო, მაგრამ საბოლოოდ ის მოდის, რომ წაგართვას ის, რაც გაქვს. ის მოდის, რომ წაგართვას ტიტული. ჯიბიდან ფული წაგართვას. ის მოდის, რომ მემკვიდრეობა წაგართვას და ჩვენ ამას არ დავუშვებთ.


ასე რომ, ვფიქრობ ეს სტრატეგიული გეგმის ნაწილია და ასევე მაინტერესებს, რას გააკეთებს ო’მალი ამ ბრძოლის შემდეგ. თუ ისევ წააგო, ძველ საქციელებს დაუბრუნდება? თუ დარჩება “მართალი კაცის” გზაზე? საინტერესო იქნება.


UFC 316 8 ივნისს გაიმართება, სადაც მერაბ დვალიშვილისა და შონ ო'მალის საჩემპიონო რემატჩი შედგება.


მერაბ დვალიშვილის ინტერვიუ UFC 316-ის მედია დღეზე

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

მერაბ დვალიშვილი
MMA
საქართველო
UFC

ლინკის დაკოპირება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

VIDEO: წონა ჩაბარებულია - ბრძოლისთვის ყველაფერი მზადაა

•ქართული

ქართული

VIDEO: წონა ჩაბარებულია - ბრძოლისთვის ყველაფერი მზადაა
•ქართული

ქართული

VIDEO: ბოლო პირისპირ დგომი ბრძოლამდე - დვალიშვილი vs ო'მალი 2

•ქართული

ქართული

VIDEO: ბოლო პირისპირ დგომი ბრძოლამდე - დვალიშვილი vs ო'მალი 2
•ქართული

ქართული

"ბედნიერი ვარ, რომ მასთან მუშაობის შესაძლებლობა მქონდა" - ქეცბაია ლორიაზე

•ფეხბურთი

ფეხბურთი

"ბედნიერი ვარ, რომ მასთან მუშაობის შესაძლებლობა მქონდა" - ქეცბაია ლორიაზე
•ფეხბურთი

ფეხბურთი

"მზად ვარ ბრძოლისთვის" - დვალიშვილი წონის ჩაბარების შემდეგ

•ქართული

ქართული

"მზად ვარ ბრძოლისთვის" - დვალიშვილი წონის ჩაბარების შემდეგ
•ქართული

ქართული

News image

18 სთ წინ

VIDEO: წონა ჩაბარებულია - ბრძოლისთვის ყველაფერი მზადაა

News image

10 სთ წინ

VIDEO: ბოლო პირისპირ დგომი ბრძოლამდე - დვალიშვილი vs ო'მალი 2

News image

18 სთ წინ

"ბედნიერი ვარ, რომ მასთან მუშაობის შესაძლებლობა მქონდა" - ქეცბაია ლორიაზე

News image

17 სთ წინ

"მზად ვარ ბრძოლისთვის" - დვალიშვილი წონის ჩაბარების შემდეგ