არენამაქსი
ქვიზები
სპორტის გურუ
სიახლეები
-
Aa
+
ფონტის ზომა
UFC 316-ის წინ, მერაბ დვალიშვილმა მედია დღეზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
უმართან ბრძოლის შემდეგ
"ცხოვრება კარგად მიდის. როგორც ყოველთვის, მე ყველაფრის მადლიერი ვარ. უმართან ბრძოლის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. ვფიქრობ, უფრო მეტი პატივისცემა მივიღე. ამას იქამდეც ვგრძნობდი, მაგრამ ამ ბრძოლის შემდეგ უფრო პოზიტიური გახდა და ყველამ დააფასა ჩემი მძიმე შრომა. UFC-ს და MMA-ის გულშემატკივრების მადლიერი ვარ, მათი წყალობით მსოფლიოში საუკეთესო სამსახური მაქვს. მე მიყვარს ჩემი საქმე. ყოველი შემდეგი ბრძოლით სიამოვნებას ვიღებ და მადლიერი ვარ, რომ ჩემს ოცნებაში ვარ.
უმართან გამარჯვება
"ხალხს ამ ბრძოლის ნახვა უნდოდა და მას შემდეგ რაც ნახეს, სწრაფად მოიტოვეს უკან. რამდენჯერაც UFC-მ უმართან ბრძოლა შემომთავაზა, ვთანხმდებოდი, ჩემთვის პრობლემა არ იყო უმართან ჩხუბი კონტრაქტით. MMA-ის გულშემატკივრებს დრამა უნდოდათ და არ მომწონდა, როგორც მთხოვდნენ ამას, ასევე არ მომწონდა როგორ იქცეოდა უმარი. UFC-ის დავთანხმდი და ბრძოლისთვის მზად ვიყავი, მას შემდეგ კი არანაირი დრამა აღარ არის და ყველაფერი კარგადაა.
ო'მალისთან ურთიერთობა
"ყველაზე მნიშვნელოვანია ბრძოლის დღეს გამოცხადება. არ არის საჭირო დრამა თუ ეს ორგანული და რეალური არ არის. მე ეს მომწონს, ო'მალი ახლა ყველაზე დამსახურებული კონტენდერია, კორიმ ახლახანს მოიგო და შესაძლოა შემდეგი ის იყოს. პიოტრი კი მგონი სხვას ეჩხუბება, ამიტომ სხვა არავინ იყოო. UFC-საც უნდოდა ამ ბრძოლის ჩანიშვნა და რა თქმა უნდა, მე მზად ვიყავი, ვინც არ უნდა ყოფილიყო.
ჩვენ ერთმანეთს პატივს ვცემთ, მას როგორც მებრძოლს პატივს ვცემ და მისგანაც სასიამოვნოა პატივსაცემი ფრაზების მოსმენა. მერჩივნა ცუდი რაღაცები ელაპარაკა, ასე უკეთესი იქნებოდა, მაგრამ ყველაფერი რიგზეა. ფოკუსი ბრძოლაზე უნდა გვქონდეს. ეს ჩხუბი ბევრად უკეთესი იქნება, რადგან მიზეზები აღარ არსებობს, მეც უკეთესი ვიქნები და ფინიშზე გავაკეთებ აქცენტს."
მიზეზები წინა ბრძოლაში
"წინა ბრძოლის შემდეგ ო'მალიმ თქვა, რომ დედამისმაც კი ჰკითხა თუ რა სჭირდა, მან კი უპასუხა, რომ არაფერი და უბრალოდ წააგო, მიზეზები კი რამდენიმე დღის შემდეგ გაჩნდა. მე მინდა მას კიდევ ერთი შანსი მივცე და UFC-საც ეს სურს. ის საშიშია. პირველი ბრძოლა იმდენად მარტივი იყო, რომ ვიფიქრე, თუ როგორ დაამარცხა მან ალჯამაინ სტერლინგი, რადგან მე ალჯოსთან ერთად ვვარჯიშობ და ის ყოველთვის მამარცხებს. ო'მალი საშიშია და ამას ვხვდები, მასთან მოშვება არ შეიძლება. 10-ჯერაც რომ ვიბრძოლოთ, მას როგორც საშიშ მეტოქეს, ისე უნდა შევხედო."
ფინიშზე
"ამჯერად მეტად ფოკუსირებული ვიქნები ფინიშსა და ზიანზე. პირველი ბრძოლა ზედმეტად მარტივი იყო და მოშვებული ვიყავი. მე ყველაფერი ვნახე და ყველაფერს ვაკონტროლებდი. მას ვაკოცე და დავცინოდი, მაგრამ ახლა უფრო მეტად ფინიშზე გავაკეთებ აქცენტს, რაზეც ვიმუშავე."
წელიწადში რამდენიმე ბრძოლაზე
"მიყვარს ვარჯიში და ბრძოლა. ყველამ იცის, რომ მე ყოველთვის ვვარჯიშობ, როცა დასასვენებლად ვარ, მაშინაც დავრბივარ. კვლავ ჩემს მაქსიმუმს ვაკეთებ და როგორც უკვე ვთქვი, UFC-ში ყოველი ბრძოლით მადლიერი ვარ, ეს საქმე მიყვარს და მიხარია, რომ დატვირთული ვარ. მიხარია, რომ მსოფლიოში საუკეთესო საქმე მაქვს. წონის კლების სტილის შეცვლას ვაპირებ ამ ბრძოლის შემდეგ, ერთი თვის მერე უნდა გამოვცადო ახალი სტილი და დახმარება UFC PI-ს უნდა ვთხოვო ჯონ ვუდთან ერთად. მე კვლავ ჩემი ძველი სიტილი მაქვს. თუ უფრო ადვილ გზას მოვნახავთ, უფრო ბედნიერი ვიქნები."
მოგებათა სერია
"ეს დიდი ამბავია და კიდევ ერთი მოტივაციაა ჩემთივს, მაგრამ ფოკუსი ჩემს შემდეგ ბრძოლაზე მაქვს, როგორც ადრე. ბრძოლის მოგების შემთხვევაში კი რეკორდები მოდის და ახალი ისტორია იწერება. ჩემი სახელის ხსენება დიდებული მებრძოლების გვერდით ბევრს ნიშნავს."
ო'მალისთან რისკიან ბრძოლაზე
"ამას ვხვდები, მაგრამ პრობლემა არაა, რომ მას შანსი მივცე და გავრისკო. მე მებრძოლი ვარ. ყოველი ბრძოლა რისკია და ცხოვრებაც რისკია. ყველაფერი შეიძლება მოხდეს ბრძოლაში. მე უბრალოდ მინდა, რომ დატვირთული ვიყო, მაგრამ როგორ ფორმაშიც ახლა ვარ, მჯერა, რომ მისი დამარცხება კვლავ შემიძლია, თანაც დომინანტურად. უფრო აღტაცებული ვარ იმით, თუ როგორი საშიშია ის."
5 რაუნდი თუ ფინიში?
"მზად ვარ მძიმე ბრძოლისთვის. მე ველოდები საუკეთესო შონ ო'მალის საუკეთესო ფორმაში. როგორც ვთქვი, ფინიშისთვის ვემზადები, მაგრამ თუ ხუთი რაუნდი უნდა ვცემო, ამისთვისაც მზად ვარ."
კორი სენდჰეგენზე
"დიახ, ამ მომენტში აშკარა კონტენდერი ის არის, თანაც ჩვენ ჯერ არ გვიჩხუბია. მას კარგი სტილი აქვს და კარგი მებრძოლია. ბევრი მოგება აქვს და დივიზიონში ბევრი კარგი მეტოქე დაამარცხა. დარწმუნებული ვარ, გულშემატკივრებს სურთ ამ ბრძოლის ნახვა, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, რა სურს UFC-ს. მე ჩემპიონი ვარ და ვისაც UFC გადაწყვეტს, იმას შევებრძოლები."
სახიფათო მომენტებზე
"არცერთ ბრძოლაში არ ვიღებ ისეთ დაზიანებას, როგორსაც საკუთარ თავს ვაყენებ. ჩემს მეორე ბრძოლაში რიკი საიმონთან მისი წაქცევისას თავი დავარტყი და საკუთარი თავი გავთიშე. ეს იყო ერთადერთი ბრძოლა, სადაც ზიანი მივიღე. როგორც ხედავთ, სხვა ბრძოლებში ძირითადად უვნებელი ვარ, მხოლოდ მცირე ჭრილობები, მაგრამ როგორც წესი, ბრძოლების შემდეგ ჯანმრთელად და უტრავმოდ ვარ. ისე კი ბევრ სიგიჟეს ვაკეთებ, განსაკუთრებით როცა ბუნებაში ვარ, ჩემში ცხოველი იღვიძებს, თუმცა უმეტეს ტრავმას ვარჯიშზე ვიღებ."
დიდი თვე ქართული MMA-სთვის
"ჩემთვის ყველაფერი იქნება, რომ ჩემი ქვეყნისთვის UFC-ში კიდევ ერთხელ მოვიგო. დარწმუნებული ვარ, ჩემი გამარჯვება ილიასთვის და სხვა მებრძოლებისთვისაც მოტივაცია იქნება და ეს კიდევ ერთი მიზეზია, რატომაც უნდა მოვიგო ეს ბრძოლა."
მოლოდინი ო'მალისგან
"როგორც მან თქვა, ის 70%-ით უკეთესი იქნება, რადგან მან ბევრ რამეს დაანება თავი - სოციალურ ქსელებს, მოწევას. დარწმუნებული ვარ, მეტი ფოკუსი ჰქონდა ჭიდაობასა და ნოკაუტის ძალის გაუმჯობესებაზე. მინდა, ეს ყველაფერი გამოვცადო. შონ ო'მალის საუკეთესო ვერსიისთვის მზად ვარ."
პანტოჟაზე
"ის პატივსაცემი ჩემპიონია. თუ ის ზედა წონაში ამოვა და UFC საშუალებას მისცემს ქამრისთვის იბრძოლოს, პრობლემა არაა. მე ჩემპიონი ვარ და ვებრძოლები ნებისმიერს, ვისაც ამირჩევენ."
ო'მალის ცვლილებაზე
"ალჯოსთან პოდკასტში ამაზე ვისაუბრე. ხანდახან შეიძლება საუკეთესო ფორმაში იყო, მაგრამ ბრძოლა მაინც წააგო. ზოგჯერ ამ ყველაფერს მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ რა თქმა უნდა, ყოველთვის მაქსიმუმი უნდა გააკეთო მზადებისას. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ის ძალიან თავმდაბალია და ვფიქრობ, რომ ეს დაეხმარება. პირველი ბრძოლის წინ ის უპატივცემლობას იჩენდა და ზემოდან მიყურებდა, თითქოს ჩემზე უკეთესი იყო. ვფიქრობ, ეს ცვლილება მას დაეხმარება."
ტრავმებზე
"ეს მოსამზადებელი კემპი 10-ჯერ უფრო მარტივი იყო, ვიდრე უმარის ბრძოლის. მაშინ სერიოზული ტრავმა მქონდა წელზე და ჩემი ფეხიც არ გამოიყურებოდა კარგად, რადგან ინფექცია მქონდა. ვარჯიშისას კი ეს ძალიან დიდი გამოწვევა იყო. ახლა კი არანაირი პრობლემა არ მქონია, ყოველდღე რამდენიმეჯერ ვვარჯიშობდი და ჩემი მაქსიმუმი გავიღე მომზადებისას. როგორც უკვე ვთქვი, წონის კლება არის, რაზეც უფრო ვდარდობ, ვიდრე მოტეხილ თითზე. ეს უფრო დიდი გამოწვევაა."
ბრძოლის ადგილი
"ამ ადგილთან დიდი ისტორია გვაქვს, მაგრამ შევეცდები ფოკუსი ბრძოლაზე მქონდეს და ჩემი უნარები ვაჩვენო და ხალხსაც კარგი ბრძოლა შევთავაზო, რასაც ისინი იმსახურებენ. ვფიქრობ, კარგი ბრძოლა იქნება. ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ყოველთვის საუკეთესო მებრძოლი ვერ იგებს და ყველაფერს გავაკეთებ, რომ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდეს. მჯერა, რომ შონ ო'მალიზე უკეთესი ვარ და ჩემს მაქსიმუმს გავაკეთებ, რომ ის დავამარცხო.
სად დგას ო'მალი მერაბის მეტოქეებში
"ახლა ის ჩემი შემდეგი მეტოქეა. ყოველ ჯერზე, როცა ვინმეს ვეჩხუბები, მას როგორც საუკეთესო გამოწვევას ისე ვუყურებ, ახლა კი ის საუკეთესოა. საუკეთესო ფორმაშია და ჩემი გათიშვა სურს, ამიტომ ის ჩემს სიაში ნომერ პირველია."
8 ივნისს, UFC 316-ზე მერაბ დვალიშვილი ქამარს შონ ო'მალის წინააღმდეგ დაიცავს.
მზადების პროცესზე, წონის კლებაზე, ო'მალიზე - ინტერვიუ დვალიშვილის მწვრთნელთან
კითხვის გასაგრძელებლად
გაიარე ავტორიზაცია
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები