საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები შემოდგომაზე გასამართი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის ემზადება.
ივნისის სანაკრებო შესვენების ფარგლებში, გიორგი ჩიტაურის გუნდი ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს - თურქეთთან და რუმინეთთან. შეკრებაზე ჩვენი გუნდი ამ შემადგენლობითაა:
მეკარეები: შოთა მეტონიძე (ტორპედო ქუთაისი), ელიას მიოლერი (ვაკერ ბურგჰაუზენი, გერმანია);
მცველები: ანდრია ფოცხვერია (ინტერის აკადემია თბილისი), ნიკოლოზ თომაევი (დინამო თბილისი), ნიკოლოზ კობზონაძე (დინამო თბილისი), ნიკოლოზ უღრელიძე (იბერია 1999), ილია კვარაცხელია (სელერო), სანდრო ხარაზი (ინტერის აკადემია თბილისი), დემეტრე ჩხარტიშვილი (ინტერის აკადემია თბილისი), გაბრიელ გოგუა (დინამო თბილისი);
ნახევარმცველები: ალექსანდრე ჩიქოვანი (ინტერის აკადემია თბილისი), დავით მაჭარაშვილი (დინამო თბილისი), ანდრია ოჩიგავა (დინამო თბილისი), ერეკლე კაკულია (სელერო), დემეტრე ქურასბედიანი (დინამო თბილისი), თორნიკე კვარაცხელია (დინამო თბილისი), ჯუმბერ დუმბაძე (პორტუსი ბათუმი), კახი კოჭუაშვილი (იბერია 1999);
თავდამსხმელები: ლევან ჭიკაიძე (დინამო თბილისი), ნიკოლოზ სახვაძე (დინამო თბილისი).
17-წლამდელთა ნაკრები ორივე ამხანაგურ შეხვედრას ერთ სტადიონზე, რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტის სიახლოვეს მდებარე ბუფტიაში ჩაატარებს - 6 ივნისს თურქეთთან, 9 ივნისს რუმინეთთან.
რაც შეეხება შემოდგომაზე გასამართ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს, ის საქართველოში გაიმართება და ჩვენი გუნდი ავსტრიისა და ყაზახეთის წინააღმდეგ ითამაშებს.
ფოტო: NAKREBI.GE