საქართველოს ეროვნული გუნდი რუმინეთთან და ბაჰრეინთან გასამართი ამხანაგური მატჩებისთვის მზადებას აგრძელებს.
29 მაისს, ჯვაროსნებმა მიხეილ მესხი 2-ზე ივარჯიშეს. საწვრთნელ პროცესში კვლავ 21 ფეხბურთელი მონაწილეობდა - ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი, დავით კერესელიძე და საბა ხარებაშვილი სანაკრებო შეკრებას საკლუბო მატჩების დასრულების შემდეგ შეუერთდებიან.
ზაფხულის სანაკრებო პაუზის ფარგლებში, ჩვენი გუნდი ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს - 2 ივნისს, რუმინეთის წინააღმდეგ საქართველოს ნაკრების კაპიტანი, გურამ კაშია, ბოლო სანაკრებო მატჩს ჩაატარებს.
5 ივნისს, ნაკრების მეტოქე ბაჰრეინის ეროვნული გუნდი იქნება. ორივე შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.
ფოტო: NAKREBI.GE
"გვინდა, ეს მატჩი ისეთი იყოს, როგორიც გურამს ეკადრება" - კიტეიშვილი შეკრებიდან