Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
მადრიდის მასტერსის მეორე წრეში ავსტრალიელი ალექს დე მინორის დამარცხების შემდეგ, რაფა ნადალმა როლან გაროსზე მონაწილეობის შანსებზე ისაუბრა.
სხვათა შორის, რაფასთვის ეს ტოპ 20 მოთამაშესთან 2022 წლის ნოემბრის შემდეგ პირველი გამარჯვება იყო.
„ვითამაშებ თუ არა როლანდ გაროსზე? არ ვიცი. ბოლო დღეებია ჩემი სხეული უკეთ არის, მაგრამ დარწმუნებული ჯერ კიდევ არ ვარ. ვხვდები, რომ ხალხს, ვინც არ არის ჩემი გუნდის წევრი, რაღაცების გაგება უჭირს, მაგრამ ჩემთვის როლან გაროსი - კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირია. ყველაფერი, რაც იქ გადამხდა, ყველა საოცარი მომენტი სამუდამოდ ჩემს გულში დარჩება.
ამიტომ, საქმე არ არის გამარჯვებაში ან წაგებაში. დარწმუნებული უნდა ვიყო, რომ თუ კორტზე გავალ, ესეიგი ბრძოლისთვის მზად ვარ. ამ კორტზე გასვლა ოცნებით მინდა და თუ ეს არ შემეძლება, მაშინ საუკეთესო მოგონებებს შევინახავ და უბრალოდ მონაწილეობისთვის კორტზე არ გავალ.
მინდა იქ ყოფნა და თუნდაც წავაგო, მინდა კორტზე გავიდე ისე, რომ ცოტა მეტი ოცნების საშუალება მქონდეს. თუ იარსებებს ეჭვის მცირე პროცენტი მაინც, მაშინ არ ვითამაშებ." - აღნიშნა ნადალმა.
ცნობისთვის, რაფას როლან გაროსი კარიერაში 14-ჯერ აქვს მოგებული და ის ერთ გრენდ სლემზე მოგებული ტიტულების რაოდენობით ამ შედეგით რეკორდსმენია.
საფრანგეთის ღია პირველობა 2024 წლის 20 მაისიდან 9 ივნისის ჩათვლით, პარიზის კორტებზე გაიმართება.
კომენტარები
20 დღის წინ
14 დღის წინ
19 დღის წინ