Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
რაფა ნადალი მადრიდელ გულშემატკივრებს დაემშვიდობა.
საქმე იმაშია, რომ მადრიდის მასტერსის 1/8 ფინალში ლეგენდარული ესპანელი ჩეხ ლეჰეჩკასთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ უდიდესი ალბათობით ნადალისთვის ეს ბოლო მატჩი იყო ესპანეთის დედაქალაქში.
კორტზე შეკრებილმა 13 ათასმა გულშემატკივარმა დიდი ოვაციებით გააცილა რაფა, ჩოგბურთელმა მათ სიტყვითაც მიმართა და ბოლოს მას საპატიო კორიდორიც მოუწყვეს.
მადრიდული მასტერსი ნადალს კარიერაში 5-ჯერ აქვს მოგებული.
შეგახსენებთ, რომ ესპანელს გაცხადებული აქვს იმის შესახებ, რომ 2024 წელი მის პროფესიონალურ კარიერაში სავარაუდოდ ბოლო იქნება.
კომენტარები
22 დღის წინ
20 დღის წინ
22 დღის წინ