Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
22 დღის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
მსოფლიო რეიტინგის მეორე ნომერმა, იტალიელმა იანიკ სინერმა რაფა ნადალზე ისაუბრა, რომელიც, დიდი ალბათობით, მადრიდის მასტერსზე უკანასკნელად ასპარეზობს.
„რაფამ ამ სპორტს ძალიან ბევრი რამ მისცა. ის ფსიქოლოგიის თვალსაზრისით სხვა დონეზე ავიდა. ვარჯიშის, თამაშების და რთული სიტუაციების მიმართ სრულიად სხვა მიდგომა გამოავლინა. მისი ხილვა ყოველთვის ძალიან მახარებს. კარგია, რომ მისი ცხოვრების რიტმი შეიცვალა: ის უკვე მამაა, მას მთელი ოჯახი ახლავს.
მას უბრალოდ ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ და ვიმედოვნებ, რომ მისი ორგანიზმი რაც შეიძლება დიდხანს გაუძლებს. დარწმუნებული ვარ, ის ამისთვის ყველაფერს გააკეთებს.
ის მაღალი ინტენსივობით ვარჯიშობს და ასეთივე სტილში თამაშობს. მისი თიხაზე დამარცხება - ჩვენს სპორტში ერთ-ერთი ყველაზე რთული ამოცანაა, თუ საერთოდ ყველაზე რთული არა.
სულ ეს არის. რაფა ყოველთვის მოტივაციას მაძლევდა, რადგან მისი საბრძოლო სულისკვეთება, რომელსაც ის მთელი კარიერაა ინარჩუნებს და ის ფაქტი, რომ მას არასდროს არაფერზე უწუწუნია, ნამდვილად გასაოცარია." - აღნიშნა სინერმა.
კომენტარები
14 დღის წინ
18 დღის წინ
15 დღის წინ