Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
მსოფლიო რეიტინგის მე-2 ნომერი, იტალიელი იანიკ სინერი მადრიდის მასტერსის 1/4 ფინალურ მატჩზე ვერ გამოვიდა.
ავსტრალიის ღია პირველობის წლევანდელ გამარჯვებულს მეოთხედფინალურ მატჩში ფელიქს ოჟე ალიასიმთან უნდა ეთამაშა, თუმცა კორტზე ტრავმის გამო ვერ გამოვიდა.
ჯერჯერობით უცნობია, რამდენად მძიმეა სინერის მდგომარეობა და ემუქრება თუ არა მას რომის მასტერსის, ან, რაც უფრო სახიფათოა, როლან გაროსის გამოტოვება.
კანადელი ოჟე ალიასიმი კი ნახევარფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე დანილ მედვედევსა და ჯირი ლეჰეჩკას შორის გაირკვევა.
კომენტარები
14 დღის წინ
22 დღის წინ
15 დღის წინ